სპეციალისტებს რძლებისთვის 10 რჩევა აქვთ და ამბობენ, რომ ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, დედამთილთან ურთიერთობას მოაგვარებთ.
1. მაშინაც კი, თუ ის არ მოგწონთ, მოიქეცით ისე, თითქოს მოგწონთ. ყოველთვის შეახსენეთ თქვენს თავს, რომ ის თქვენი ქმრის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანია.
2. მასთან ურთიერთობის დროს იყავით თავაზიანები, მაშინაც კი, თუ თქვენთან დაკავშირებით
3. გაუკეთეთ ხოლმე საჩუქრები. ამით აგრძნობინებთ, რომ მასზე ფიქრობთ და ზრუნავთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია დედამთილთან კარგი ურთიერთობის ასაწყობად.
4. თუ ცუდ ხასიათზეა, ეცადეთ, რომ დაეხმაროთ გუნების გამოსწორებაში, იხუმრეთ შესაბამისად.
5. ხშირად უთხარით კომპლიმენტები და აუცილებლად აღნიშნეთ , როცა კარგად გამოიყურება, შეაქეთ, როცა რაიმეს კარგად გააკეთებს. ეს დედამთილებს ძალიან ახარებთ და რძლების მიმართ დადებითად განაწყობთ.
6. უთხარით ხოლმე რა ბედნიერი ხართ იმით, რომ ცხოვრება მის შვილს დაუკავშირეთ, აღნიშნეთ, თუ რა კარგად აღზარდა შვილი. ქალს არაფერი სიამოვნებს იმაზე მეტად, ვიდრე მომენტი, როცა შვილის აღზრდის გამო აქებენ.
7. გაანდეთ ხოლმე საიდუმლოები, დაუმეგობრდით, დალიეთ ერთად ყავა, იარეთ ერთად საყიდლებზე, კაფეებში. შედეგად, ის სანდო და საიმედო ადამიანად მიგიჩნევთ და ძალიან შეგიყვარებთ.
8. მისი თანდასწრებით ქმარზე ცუდი არაფერი თქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამთილის გულს ვერასდროს მოიგებთ.
9. თუ რაიმე გაუგებრობაა თქვენს შორის, აუცილებლად მიდით და გულწრფელად დაელაპარაკეთ. სჯობს, მალე გაარკვიოთ ყველაფერი და ნათელი მოჰფინოთ სიმართლეს.
10. ხშირად დაურეკეთ, ჰკითხეთ, როგორ არის, რამე ხომ არ სჭირდება. ეს არც ისე რთული საქმეა, რეალურად კი, იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.