15 ივნისი, 2020
"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა
13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან ხუთი წელი გა­ვი­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

წლე­ბის შემ­დეგ, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და­ღუ­პუ­ლი ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტის მამა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) "შა­ბა­თის კუ­რი­ერ­თან" ერ­თად მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ერთ დროს მისი სახ­ლი იდგა და სა­დაც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გო­ბარ­თან, მა­რი­ამ ქუ­თე­ლი­ას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა.

მამა გი­ორ­გიმ გა­იხ­სე­ნა ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც სტი­ქი­ის ღა­მეს გან­ვი­თარ­და:

"ყვე­ლა­ფე­რი ერთ სა­ათ­ში დამ­თავ­რდა... და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კა ჩემ­მა სი­ძემ, სა­ხუ­რავ­ზე ვარ­თო. 00:35 სა­ათ­ზე უკვე ვი­ყა­ვი ამ ფერ­დობ­ზე, ჩა­მოვ­დი­ო­დი და - ჩქა­რა მამა, წყა­ლი დიდ­დე­ბა და მალე მო­დი­თო - ივ­ლი­ტა მი­რე­კავს. მოვ­დი­ვარ, ნუ გე­ში­ნი­ა­მეთ­ქი, 6 მაშ­ვე­ლი მომ­ყვე­ბა­მეთ­ქი... ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და სა­ნამ ჩა­მო­ვე­დი, უკვე წა­ი­ღო სახ­ლი...

ჩემს სახ­ლს ჯე­ბი­რი უვ­ლი­და მთლი­ა­ნად და იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო წყლის ნა­კა­დი, და­ან­გრია ჯე­ბი­რი, ვერ შე­ა­კა­ვა. დიდი ტალ­ღა მო­ვარ­და და გად­მო­ყა­რა სა­ხუ­რა­ვი­დან... ჩემს სახ­ლთან დიდი თუ­თის ხე იდგა და რო­გორც ჩემი სიძე ყვე­ბა, ვი­ფიქ­რეთ ამ ხეზე გა­და­ვალ­თო, მაგ­რამ ხეც წა­ი­ღო წყალ­მა. ბავ­შვე­ბი წყალ­ში რომ ჩაც­ვივ­დნენ, ჩემი სიძე იჭერ­და ერთხანს, მაგ­რამ მერე უკ­ნი­დან რა­ღაც და­ე­ჯა­ხა, ჩა­ძი­რა წყალ­ში და მა­შინ გა­ექ­ცა ხე­ლი­დან ივ­ლი­ტა და მა­რი­ა­მი... თვი­თონ ბოძს მო­ე­ჭი­და და გა­დარ­ჩა. მე რომ მო­ვე­დი ამ ად­გი­ლას, დათო ამო­დი­ო­და წყლი­დან, ტი­რო­და და ყვი­რო­და...

2015 წლის შემ­დეგ, ორი ივ­ლი­ტა გაჩ­ნდა ჩვენს ოჯახ­ში - ჩემს შვილს ლუ­კას შე­ე­ძი­ნა ივ­ლი­ტა, ჩემს გო­გო­ნა­საც, თეკ­ლას შე­ე­ძი­ნა ივ­ლი­ტა. ორი­ვემ ივ­ლი­ტა და­არ­ქვეს შვი­ლებს... სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, შვილს ივ­ლი­ტა და­ვარ­ქვიო... ერთი ქალ­ბა­ტო­ნი იყო გერ­მა­ნი­ი­დან, იქ გა­ი­გო ეს ამ­ბე­ბი, ესიზ­მრა კი­დეც და მა­ნაც ივ­ლი­ტა და­არ­ქვა შვილს, აქ მო­ნათ­ლეს და ნათ­ლო­ბა­საც ვეს­წრე­ბო­დი... ასე რომ, ივ­ლი­ტას ხსოვ­ნა გრძელ­დე­ბა" - ყვე­ბა მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) "შა­ბა­თის კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ივ­ლი­ტას და სხვა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სა­ხელ­ზე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, მარ­თავს ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, გას­ცემს სტი­პენ­დი­ებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეეეჰ
ივლიტასნაირები რომ დაგვტოვებენ მერე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ თურმე მისნაირები კიდევ ყოფილან
20:20 / 15-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS