13 მაისი, 2020
"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა
ნანა პა­პა­ვა ახალ­გაზ­რდა ექთა­ნია, რო­მელ­მაც ერ­თთვი­ა­ნი მძი­მე ბრძო­ლის შე­დეგ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო. ამის შე­სა­ხებ პა­პა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს და იმ გან­ცდებს აღ­წერს, რაც ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გან­კურ­ნე­ბამ­დე ჰქონ­და. ის იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის დაა, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. და-ძმის გარ­და ოჯახ­ში კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი - ნანა პა­პა­ვას 2 წლის შვი­ლი ან­დრია და დე­დამ­თი­ლი დას­ნე­ბოვ­დნენ. ან­დრი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­მარ­ცხა კო­რო­ნა­ვირუ­სი და ის ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ზარ­ზე­ი­მით გა­ა­ცი­ლეს სახ­ლში.

პა­პა­ვა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ექთა­ნია, აბობს რომ უსიმპტო­მო
იყო და სწო­რედ ამი­ტომ აგ­რძე­ლებ­და სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს და სწო­რედ მის­გან გა­და­ე­დო 6 თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ისი­ნი ახლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზა­ზე არი­ან.

აი, რას წერს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ექთა­ნი ვრცელ პოს­ტში:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ, დიახ მე ნამ­დვი­ლად ვარ­სე­ბობ...

გა­დავ­წყვი­ტე ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, არ­სე­ბობს მითი რომ კო­ვი­დი არ არ­სე­ბობს. მინ­და იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ, კო­ვიდ-19 ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ის ჩვენს შო­რი­საა, ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს...

თა­ვი­დან მო­გიყ­ვე­ბით ჩემს ამ­ბავს, თუ რამ­ხე­ლა სტრე­სი მი­ვი­ღე ამ ვირუ­სით , რო­გორ აფა­თუ­რეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩემს სულ­ში ხე­ლე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და ვარ, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და კო­ვიდ19. სა­სუ­ლი­ე­რო პირი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი ხალხნო, პა­ცი­ენ­ტი რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი არ იქნა და­ცუ­ლი, სა­ხე­ლი-გვა­რი, ფო­ტო­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ფი­ნეს, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მოხ­და მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა!!! როცა სხვა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია, ის ხუთი დღე, რო­დე­საც სუნ­თქვა არ შე­მეძ­ლო, მქონ­და ქო­ში­ნი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, ისი­ნი თავს არ მა­ნე­ბებ­ნენ, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ექ­სკლუ­ზი­ვი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ!

რომ არა ჩემს მიერ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქეთ მამ­ხნე­ვე­ბენ ბოლო წუ­თამ­დე, არ ვიცი დღეს სად ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემი კლი­ნი­კა­ში გად­მოს­ვლის დღი­დან, ყო­ველ­დღე მა­ტუ­ლობ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, ეს იყო ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი... თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მტკი­ო­და...

ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ კუ­თხით ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დამ­ჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან... ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი, ჯერ მისი ხა­სი­ა­თი არ ვი­ცით კარ­გად, არც ის, რას დაგ­ვი­ტო­ვებს მო­მა­ვალ­ში, ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია მას­ზე ვთქვა, რომ ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომი , რო­მელ­შიც არ უნდა და­ნებ­დე, ძა­ლი­ან რთუ­ლია კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რო 30 დღე, გკლავ­დეს შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა, დარ­დი კო­ლე­გებ­ზე.

უსიმპტო­მოდ ვი­ა­რე სამ­სა­ხურ­ში სა­დაც ვმუ­შა­ობ ექთ­ნად, სამი დღის მან­ძილ­ზე ჩემ­გან გა­და­ე­დო ჩემს 6 თა­ნამ­შრო­მელს, ასე­ვე სახ­ლში ჩემს 2 წლის შვილს და დე­დამ­თილს. ჩემს პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და მშრო­მე­ლი პერ­სო­ნა­ლი ზრუ­ნავ­და ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

მქონ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ქო­ში­ნი, 37.5 ტემ­პე­რა­ტუ­რა. არ შე­მეძ­ლო ბავ­შვის ხელ­ში აყ­ვა­ნა, მე­წყე­ბო­და ტა­ქი­კარ­დია და სა­ში­ნე­ლი ქო­ში­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე ალაგ­და მე­ხუ­თე დღეს, რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რას, კლი­ნი­კუ­რად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვირუ­სი. მე­თხუტ­მე­ტე დღეს მო­უ­ვი­და ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი, 24 სთ ში გა­უ­კეთ­და მე­ო­რე პსრ ტეს­ტი, ისევ უარ­ყო­ფი­თი! ჩემ­მა პა­ტა­რამ და­ა­მარ­ცხა კო­ვი­დი ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე!

Rating

ჩემი პსრ ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბულ იქნა კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მე­თხუტ­მე­ტე დღეს, პა­სუ­ხი იყო და­დე­ბი­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კლი­ნი­კი­რად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქონ­და, ვირუ­სი ისევ აღ­მოჩ­ნდა ჩემს ანა­ლიზ­ში, ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი და არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. 4 დღის შემ­დეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გა­მი­კე­თეს Pჩღ ტეს­ტი და პა­სუ­ხი კვლავ და­დე­ბი­თი მო­ვი­და, ეს იყო ნამ­დვი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ვცდი­ლობ არ შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ მე­წყე­ბა ტა­ქი­კარ­დია, ყელ­ში ბურ­თი მე­ჩხი­რე­ბა და მთე­ლი სხე­უ­ლი მი­კან­კა­ლებს, მე­ნატ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი...

მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში კარ­გი რაც არის ხუთი ჩემი "თა­ნა­კო­ვი­დე­ლი " წა­ვი­და სახ­ლში, მათ ეს შეძ­ლეს!

დღე 27 - მო­მენ­ტი რო­დე­საც ბოლო ძა­ლებს იკ­რებ რომ კარ­გად იყო, მაგ­რამ თით­ქოს ისევ და­სა­წყის­ში დაბ­რუნ­დი, მაქვს ტა­ქი­ქარ­დია, ჰა­ე­რი არ მყოფ­ნის, ისევ ტემპ.37.4 . კვლე­ვის შემ­დეგ, გა­მო­ი­რი­ცხა პნევ­მო­ნია, სი­თხე პლევ­რა­ში. სის­ხლის ანა­ლიზ­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. მქონ­და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თურ­მე ასე მარ­ტი­ვი არ არის ყვე­ლა­ფე­რი, სტრესს ბევ­რი რა­მის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

დღე 30 - გა­თენ­და. დღეს მზი­ა­ნი ამინ­დია, ვე­პო­ტი­ნე­ბი ამ ამინდს, დღეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მა­ხა­რებს, დი­ლის 11 სა­ა­თი­დან თავი მტკი­ვა სა­შინ­ლად, სულ სა­ათს ვუ­ყუ­რებ, ხან ფილ­მი ჩავ­რთე, ხან წა­მოვ­წე­ქი, იქ­ნებ ჩა­მე­ძი­ნოს და მალე მო­ვი­დეს 18:00. არა­ფე­რი გა­მომ­დის, ემო­ცი­ას ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ. 19:01 ზე მო­ვი­და სმს , რომ მე გა­ვი­მარ­ჯვე!

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ზუკა და ან­დრი­ას­თან შეხ­ვედ­რას! არ ვიცი რა რო­გორ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე აქ, ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ მინ­დო­და და­მე­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ამ ვრცე­ლი პოს­ტის მი­ზა­ნი არის პირ­ველ რიგ­ში ჩემი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დით მედ­გა, მად­ლო­ბა კლი­ნი­კა "თი­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლებს, კო­ლე­გებს, ოჯახს, მე­გობ­რებს, თქვენ მე გა­და­მა­ტა­ნი­ნეთ ეს მწა­რე დღე­ე­ბი მო­რა­ლუ­რად!

მად­ლო­ბა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მედ­პერ­სო­ნალს, ჩემს ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ხა­ტია ხა­ტი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც გარ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა არის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ადა­მი­ა­ნი რომ­ლის და­ნახ­ვა მი­ხა­რო­და ყო­ველ­დღე.

მინ­და გა­ვამ­ხნე­ვო ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით, თქვენ ამას შეძ­ლებთ, იმი­ტომ რომ ჩემ­მა 2 წლის ბიჭ­მა შეძ­ლო, მე შევ­ძე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად თქვენც გა­მო­გი­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, ჰუ­მა­ნუ­რი და მშრო­მე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ვფიქ­რობ რომ მე და ან­დრი­ამ ბევ­რის შიში და­ვა­მარ­ცხეთ. ჩვენ ვიქ­ნე­ბით სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არ უნდა და­ნებ­დე.

აუ­ცი­ლებ­ლად ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რებთ ამა­ზე! მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვით და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით აგავ­სებთ" - წერს ნანა პა­პა­ვა, რო­მელ­მაც ერ­თთ­ვა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და ახლა ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­დის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS