08 იანვარი, 2020
ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე
ათწლე­უ­ლე­ბის წინ, ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, ანუ 1979 წლამ­დე, ირანს შაჰი, მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი გა­ნა­გებ­და. ფეჰლევს, რო­მე­ლიც ტახ­ტზე 1941 წელს ავი­და, სურ­და, ირა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნად ექ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, თა­ვი­სუფ­ლად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით იცხოვ­რებ­დნენ.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა იყო, მათ შო­რის, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. რე­ფორ­მის შე­დე­გად, ირა­ნელ ქა­ლებს ხმის მი­ცე­მისა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

რე­ფორ­მე­ბი მას­შტა­ბუ­რი იყო
და ხში­რად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნას უბიძ­გებ­და და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ. ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

შა­ჰის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და ირა­ნის ეკო­ნო­მი­კა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა. დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ მას შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ.



ამ პე­რი­ო­დის ირა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა იყო. ის მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სის თვალ­საზ­რი­სით, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­და, თუმ­ცა, კო­მუ­ნის­ტებ­სა და რე­გი­ლი­ურ ჯგუ­ფებს არ მოს­წონ­დათ შა­ჰის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია.

ყვე­ლა­ფე­რი 1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­მე­ფო ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ირა­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მათ თავ­შე­სა­ფა­რი აშშ-ში მი­ი­ღეს. ირა­ნის შაჰი 1980 წელს, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას სამი ცოლი ჰყავ­და. მე­სა­მე ცოლი, ირა­ნის უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი, ფა­რაჰ ფეჰლე­ვი იყო. ის ცხოვ­რე­ბის ნა­წილს აშშ-ში, ნა­წილს კი საფ­რან­გეთ­ში ატა­რებს და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ირან­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ვნა­ხოთ ფო­ტო­ე­ბი, რო­გორი იყო რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ირა­ნი:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS