04 აპრილი, 2014
''რძალმა დედამთილს სცემა და ფეხზე უკბინა''...
ჩემი რძალი ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა, სულ სხვა ადამიანი იყო რძალ-დედამთილის უთანხმოების შესახებ ათასგვარი ამბავი მსმენია, მაგრამ ის, რაც ქალბატონმა ლიამ მიამბო, არა მხოლოდ დაუჯერებელი, არამედ  შემზარავიცაა...

- ჩემი ძმა ჩემზე 3 წლით უფროსია. ყოველთვის მისი კულტი იყო ჩვენს ოჯახში, რეზის საუკეთესოდ უნდა სცმოდა, საუკეთესო მასწავლებლებთან ევლო, იურიდიულზე ესწავლა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ეს ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო და უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტზე ჩაბარება ძალიან ძვირი ჯდებოდა. მოკლედ, სპორტი, გართობა, წელიწადში ორჯერ დასვენება მთასა თუ ზღვაზე -
არაფერი აკლდა. მშობლებმა ჩააბარებინეს, ისწავლა, დაამთავრა, კარგ სამსახურშიც მოაწყვეს და მის დაოჯახებაზე ფიქრიც დაიწყეს. რეზი დიდად ''მოგულავე'' და ქალების მოყვარული ტიპი არ ყოფილა. როგორც ვიცი, ერთი გოგო უყვარდა სკოლაში, მერე რაღაცაზე იჩხუბეს, დაშორდნენ და ის გოგო რამდენიმე თვეში გათხოვდა. მას შემდეგ არ გამიგია, რომ ვინმეს მიმართ სერიოზული გრძნობა გასჩენოდა. ერთ დღესაც მითხრა, ერთი გოგო მინდა გაგაცნო, სამივე კინოში წავიდეთო.
ჩემი მომავალი რძალი ლიზიკო რომ ვნახე, მომეწონა, იმავე დღეს დავუახლოვდი. არ ვარ ის ტიპი, რომ ვიღაცას ვეპირფერო ან ზედმეტი სითბო გამოვამჟღავნო, მაგრამ ამ გოგოსთან სხვაგვარად ვერ მოიქცეოდი. სულ მინდოდა ჩავხუტებოდი და რაღაც თბილი სიტყვები მეთქვა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩემს ძმას არჩევანი მოვუწონე. მითხრა, რომ ლიზიზე სერიოზულად ფიქრობდა და მის ცოლად მოყვანას გეგმავდა. უბრალოდ, არ მინდა ეს ყველაფერი ოფიციალურად მოხდეს, ხელის თხოვნა და ნიშნობა არ მევასება, ხელს მოვკიდებ და სადმე წავალთო. ასეც მოიქცა, თუმცა მე ვურჩიე, რომ ჩვენი მშობლები საქმის კურსში ჩაეყენებინა, გადაკვრით მაინც ეცნობებინა, რომ დაოჯახებას გეგმავდა, უარი მითხრა.
ნაზიკოს წნევების და ისტერიკების თავი არ მაქვს, ასეთ კარგ გოგოს რომ მივუყვან სახლში, ხმას აღარ ამოიღებსო. მოკლედ, გაიპარნენ და იმავე საღამოს ერთმაც აცნობა ეს ფაქტი თავის ოჯახს და მეორემაც. დედაჩვენი მე მომდგა, შენ ეს ამბავი იცოდი და არ მითხარი, ვინ არის, რა ოჯახიდან, რა გენები აქვს, არ უნდა გამეგოო?! გიჟივით დარბოდა ოთახებში და მე და მამა წამლებით დავდევდით.
ორი ღამე მისაღებში, დივანზე იჯდა და არ ეძინა. მესამე დღეს, როგორც იქნა, ჩაეძინა, მეოთხე დღეს კი როცა ვაჟიშვილმა დაურეკა, დე, დღეს სახლში დავბრუნდებით და აბა, შენ იცი, შენებური სუფრა დაგვახვედრეო, გონს მოეგო, ქმარი ბაზარში გაგზავნა, მე - მაღაზიებში, დაქალებს უხმო და სამზარეულოში გამოიკეტა. იმ საღამოს ოჯახში სუფრა გაიშალა და მთელი ღამის განმავლობაში სახლიდან სიმღერის ხმა გადიოდა.
- როგორ შეხვდნენ რძალ-დედამთილი ერთმანეთს?
- შესანიშნავად! რძალი შემოსული არ იყო, რომ დედაჩემმა ეგრევე ოქროებში ''ჩასვა''. იმავე დღეს კამეას ''ტროიკაც'' უსახსოვრა. ეს ახლა გვეცინება ამ სამკაულებზე, თორემ მაშინ ყველა ქალის ოცნება იყო (იცინის). დედას ვეხუმრებოდი, ჯერ დაიცა, ყველაფერს ერთად ნუ აჩუქებ, ბავშვი გაჩნდება და მერე აჩუქე, თან ჩემთვისაც შეინახე რამე-მეთქი.
- რძალმა და შვილმა ცალკე ცხოვრება ხომ არ მოინდომეს?
- არა, ლიზიკოს ამის პრეტენზია არ ჰქონია. გეუბნებით, ისე თენდებოდა და ღამდებოდა, რამე რომ არ გეკითხა, ხმას არ ამოიღებდა. ჩემი რძალი ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა, სულ სხვა ადამიანი იყო, ბუნჩულა ბავშვი, რომელიც ძალიან მალე მონსტრად იქცა.
- შეგიძლიათ მითხრათ, რამ გამოიწვია მისი ცვლილება?
- დაორსულებიდან სამ თვეში მუცელი მოეშალა. ძალიან რთულად გადაიტანა ის პერიოდი, მაგრამ იმ დროს დედამისთან ყოფნას, ისევ თავის ქმართან და მის ოჯახთან ყოფნა არჩია. დედაჩემი ძალიან თბილი ქალია, მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდის. მართალია, ჩემი მშობელია, მაგრამ მის ნაკლოვანებებსაც კარგად ვხედავ. ''ტვინის ბურღიაო'', ვიღაცაზე რომ იტყვიან, აი, ზუსტად ასეთია. რძალს შეუჩნდებოდა ხოლმე: აბა, გაისეირნე, დაქალთან წადი, აჰა, ფული და მაღაზიებში წადი, რამე იყიდე და გული გადააყოლე, აჰა, ბილეთები და შენ და შენი ქმარი თეატრში წადითო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, უფრო სწორად, გასახარია, როცა დედამთილი შენზე ასე ზრუნავს, მაგრამ ერთხელაც ამ ჩემს რძალს ეს მზრუნველობა ყელში ამოუვიდა და უყვირა.
- ეგ როგორ?!
- ერთხელ დედაჩემი სახლში რომ დაბრუნდა და რძალი თმადაუვარცხნელი, ხალათით და პლედში გახვეული, ტელევიზორის წინ მოკალათებული დაინახა, უთხრა, მოდი, ''ტრენაჟორებზე'' იარე. ჩემი დაქალის ქმარმა ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნა, საუნაცაა, აუზიც და კვირაში სამჯერ როცა გინდა მიდი, აბონემენტი მაჩუქაო. ლიზი მაშინვე ''აინთო'', რად მინდა ვარჯიში, ცუდი ტანი მაქვს თუ რა გინდათ ამით მითხრათო. ნაზიკო დაიბნა, რას ლაპარაკობ, ვარჯიში მარტო გასახდომად ხომ არ არის კარგი, უბრალოდ, ენერგიისთვის, ჯანმრთელობისთვისო. თქვა და მოულოდნელად ლიზიკო დააფრინდა, ახლა ნახავ, ძალა მაქვს თუ არაო.
- ვერ მივხვდი...
- დედაჩემი სკამიდან გადმოაგდო და ჭიდაობა დაუწყო. რა თქმა უნდა, ნაზი არ აჰყოლია, ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა, თვალები შუბლზე აუვიდა (იღიმის). კიდევ კარგი, სახლში ჩვენ სამნი ვიყავით, მამა და ძმა ამ ამბავს არ შესწრებიან. მერე ლიზიკო თავის ოთახში შეიკეტა და მეორე დღეს რომ გამოვიდა, დედამთილს მოუბოდიშა. ნაზიმაც აპატია, ბავშვი დაკარგა და სტრესი აქვსო. მეორედ არ მახსოვს, რა და როგორ იყო, მაგრამ რძალმა დედამთილს უზარმაზარი თეფში გაუქანა. კიდევ კარგი, ასცდა, თორემ დედაჩემი კედელზე ტვინს მიასხამდა. მესამედ კი საოცრება მოხდა, ეს ამბავი უკვე აღარ დაიმალა. შინ მარტო რძალ-დედამთილი იყვნენ. შუადღე ყოფილა და ნაზი სამზარეულოში სადილს ამზადებდა, ამ დროს იქ თავის ხალათით შებოდიალებულა ჩემი რძალი.
ამ არამკითხე დედაჩემს ისევ დაუწყია, რას შეჭამ, რა მოგიმზადო, რას დალევ და ასე შემდეგ. ლიზი უხმოდ დადიოდა აქეთ-იქით და მერე მაცივრის კარი გამოაღო. ასე მდგარა ხუთი წუთით. ამ დროს დედაჩემს ისე, რომ რძლისგან თანხმობა არ მიუღია, მისთვის ჩაი დაუსხამს, მერე თაფლი, კარაქი, პური, ნამცხვარი და ათასი რამ დაულაგებია მაგიდაზე. ლიზი მოტრიალდა და ეს რომ დაინახა, უთხრა, ქალო, ხმა არ ამომიღია და შენ აქ რა სუფრა გაგიშლია, აღარ უნდა შემეშვა, რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდეო. ეს თქვა, მივარდა და გაარტყა, იმდენად ძლიერი დარტყმა ჰქონდა, ქალი წაქცეულა.
დედას თავი ჯერ სკამზე ჩამოურტყამს, მერე ფანჯრის რაფაზე. ჩემმა რძალმა ეს არ იკმარა, მივარდა და კარგა ხანს არტყმევინა თავი იმ ხეზე. მერე სისხლი რომ დაუნახავს, შეეშვა, მაგრამ ახლა ფეხზე ეცა და ისე უკბინა, ხორცი ლამის ამოაგლიჯა. იმავე წამს ლიზი სახლიდან გაიქცა. დედაჩემი ჩემმა ძმამ იპოვა ასეთ მდგომარეობაში. შესვენებაზე შინ შეურბენია და... რა თქმა უნდა, რეზიკო ლიზის დაშორდა. მე მას შემდეგ ის გოგო აღარ მინახავს, რომ მენახა, შუაზე გავგლეჯდი და ამიტომ ნახვისგან თავს ვიკავებდი. ახლახან ჩემი ძმა მეორედ დაოჯახდა. ახალი რძალი მშვენიერი გოგოა, მაგრამ რა ვიცი, ვაქო?! პირველ რძალსაც ვაქებდი, მაგრამ ''ვამპირი'' აღმოჩნდა.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
სოფოს
სოფო, კარგად ხარ? ფსიქიატრს ხომ არ ეჩვენებოდი? შენი შვილი არ დაოჯახდება? მერე ვისთან იპოვი სიმშვიდეს??????თუ შეუცვლელი დედიკო ხარ?
22:09 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ნინა,სოფო,ნუცა,კეკელა,მმმმ-ერთმანეთზე უარესები ხართ..არც ოჯახში შეიშვებით და არც ოჯახი უნდა გქონდეთ ასეთ დაუნახავებს... ეს გოგო კი ფსიქიური ავადმყოფი მგონია,შეიძლება მანამდე წამლებსაც ღებულობდა...ნუ სამკურნალო ყოფილა...
12:19 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ნუ წუწუნებთ რა?
00:30 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
tako
რატოა მასეთი დედამთილი ყველაფრის ღირსი?პატივის ცემის მეტი არაფერი გაუკეთებია კარგი,ნეტა ჩემი დედამთილიც ეგეთი იყოს....ყვეაფერში ჭკუის დარიგების მეტი არაფერი იცის,რა კინოს ბილეთი და რა ტრენაჟორების აბონიმენტი,5 წელია ჩემთვის არაფერი მოუცია მარტო თავის თავზე და სიამოვნებაზე ფიქრობს,ბავშვისთვის 3 წლის მანძილზე 2 რეიტუზი აჩუქა და მეორე შვილიშვილს რო კაბა უყიდა და არ მოერგო ეგ გაიმეტა ჩემი შვილისთვის,მით უმეტეს მარტო ვცხოვრობთ ისიც ჩემი მშOბლების სახლში
20:39 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
88
ნუცა-ს. იცი რას გეტყვი ეგ სიტუაცია მეცნობა და ძალიან კარგი დედამთილი ყოლია და ვერ დააფასა,შენ ალბათ საშინელი დედამთილი რომ შეგხვდება მერე გაიგებ კარგის ფასს
16:27 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS