02 მარტი, 2018
„მინდა, თავი მისი საფლავის ქვას ვახალო, ქალივით ხმამაღლა ავტირდე“ - შეცდომა თუ დანაშაული
ჩემს პატარა თემურს ინვალიდის ეტლით დავატარებ, პირს ვბან და ქერა თმას ვუვარცხნი. ის კი მადლიერი თვალებით მიყურებს და ეღიმება ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს მიაჩნია, რომ თანაგრძნობას არ იმსახურებს, მაგრამ ეს განცდა მკითხველს მაინც აუცილებლად გაუჩნდება. ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს სერიოზული განსაცდელი ეწვია, ეს განსაცდელი ავადმყოფი ბავშვი იყო...

ნიკუშა, 32 წლის:

- ერთი კარგი მეგობარი მყავდა, თემო. მხიარული, ენაკვიმატი ბიჭი იყო, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ხან ჩემთან ავდიოდით სახლში და ხანაც მასთან. და ჰყავდა ჩვენზე ცოტა უმცროსი, ლალი.
ვიცი, რომ მეგობრის დას სხვანაირი თვალით არ უნდა შეხედო, მაგრამ თავს ვერ მოვერიე და ჩემდაუნებურად შემიყვარდა. კარგა ხანს გამხელას ვერ ვბედავდი, თუმცა ვატყობდი, ლალიც არ იყო ჩემ მიმართ გულგრილი, შეიძლება ჩემს გამოხედვაში გრძნობდა რაღაცას და იმიტომ. ხანდახან მაშინაც მივდიოდი მათთან, როცა თემო შინ არ მეგულებოდა და როგორც იქნა ერთ საღამოსაც, როცა მარტო იყო, გამოვუტყდი სიყვარულში, არ გაჰკვირვებია. ამის შემდეგ ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩემი და ჩემი რჩეულის სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებდა. თემოც უკვე რაღაცას ეჭვობდა. ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ დარჩა, სიმართლე გავუმხილეთ, არ ესიამოვნა, ეს სახეზეც დამეტყო, მაგრამ მალე გადაუარა და გვითხრა, თქვენი საქმის თქვენ იცითო. ამის შემდეგ უფრო გაბედულად ვხვდებოდით, დავდიოდით კინოსა თუ თეატრში და წელიწად-ნახევრის შემდეგ დავქორწინდით კიდეც.
დღეები სწრაფად გარბოდა, ერთმანეთი გვიყვარდა და ბედნიერები ვიყავით. შემდეგ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, პირველი ვაჟიშვილი გელა შეგვეძინა. ბედს არ ვემდუროდი, მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა, სამუშაო მეშოვნა. მამის ხარჯზე ყოფნა, ცოტა არ იყოს, მერიდებოდა. ორი წლის მერე მეორე შვილიც გვეყოლა, თემური დავარქვი. ეს ჩემი სურვილი იყო.
- რატომ თემური?
- ხომ გითხარით, რომ თემო, ჩემი მეგობარი და ცოლისძმა, ძალიან მიყვარდა. პატარა თემური ცისფერთვალება და ქერათმიანი იყო. ერთი შეხედვით ნორმალური ბავშვი იყო, ცოტა ზომაზე დიდი თავი ჰქონდა. ოთხი თვის გახდა, მაგრამ კისერი ვერ გაიმაგრა. ხელებისა და ფეხების მოძრაობაც უჭირდა, შეგვეშინდა და ექიმთან წავიყვანეთ. ექიმს არ მოეწონა ბავშვის მდგომარეობა, მკურნალობა დაუნიშნა და გვითხრა, რომ ერთ თვეში კიდევ მიგვეყვანა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
- ბოლოს რა დიაგნოზი დაუსვეს?
- კიდურების დამბლა. ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ ხელებისა და ფეხების ამოძრავება უჭირდა. რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან განვიცდიდით. ჩვენი ოჯახიდან სიცილი და კარგი განწყობა გაქრა. განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს გაუფუჭდა ხასიათი, სულ გაღიზიანებული და დაძაბული იყო. საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი ვატარეთ, მაგრამ ტყუილად. სხვა რა გზა გვქონდა, ბედს შევურიგდით. სწორედ ამ დროს ნორმალური სამსახური გამომიჩნდა, თუ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს.
- რატომ?
- ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ნიკუშა, ჩვენმა მთავარმა ბუღალტერმა მანქანა იყიდა, მართვა არ იცის და მძღოლი სჭირდებაო. გამიხარდა. ახლა ხომ გაცილებით მეტი ფული გვჭირდებოდა, ვიდრე ადრე. მეორე დღესვე წავედი, რომ სხვა არ აეყვანა. ბუღალტერი ქალი აღმოჩნდა, ორმოციოდე წლის. რეზომ ჩემი თავი გააცნო მას. ასე გავხდი ნონა კილაძის მძღოლი. ჩემმა ცოლმა რომ გაიგო, ბუღალტერი ქალი იყო, თანაც განათხოვარი, არ მოეწონა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ის მკითხა, ლამაზიაო. არა უშავს-მეთქი, - ვუპასუხე. დრო გადიოდა, თუმცა ჩვენს პატარა თემურს უკეთესობის არაფერი ეტყობოდა. ამან რაღაცნაირად ჩემსა და ლალის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა, აგრესიული გახდა. იყო მომენტები, რომ ვერავის იტანდა. როცა ასეთი მდგომარეობაა ოჯახში, მოგეხსენებათ, კაცს შინ მისვლა მაინცდამაინც არ ეხალისება. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ჩემს თავს ვატყობდი, რომ ოჯახს გავურბოდი.
- ამის მიზეზი მთავარი ბუღალტერიც ხომ არ იყო?
- არც უმაგისობა იყო. ნონა მშვიდი და სერიოზული ქალი აღმოჩნდა. ხელფასსაც კარგად მიხდიდა. კმაყოფილი ვიყავი, თავიდან თავი ოფიციალურად ეჭირა, შემდეგ კი ჩვენ შორის ყინული გალღვა. ერთ საღამოსაც, როცა სახლში მივიყვანე, ნონამ შემიპატიჟა. ყავა დავლიეთ და იმ ღამეს იქ დავრჩი. ლალიმ არ იცოდა, სად გავატარე ღამე, მაგრამ ალბათ რაღაცას ხვდებოდა, ჩვენ შორის უფრო იმატა უსიამოვნება და ჩხუბმა. როცა ჩემი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ჩემი და ნონას ურთიერთობამ სერიოზულად დაიძაბა, ჩაერივნენ, მეჩხუბებოდნენ, მეხვეწებოდნენ, მაგრამ ამაოდ... ლალი მშობლებთან დაბრუნდა, მე კი ნონასთან გადავედი საცხოვრებლად.
- შეგიყვარდათ ნონა?
- თავიდან ასე მეგონა, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, უფრო სწორად, შეცდომა კი არა, ეს დიდი დანაშაული იყო ჩემი საყვარელი ადამიანების წინაშე. განსაკუთრებით კი პატარა თემოს წინაშე. სწორედ ავადმყოფ შვილზე ფიქრი და დარდი ამეკვიატა ნონასთან გადასვლის პირველივე დღეებიდან. სულ მისი სახე მედგა თვალწინ. ის უფრო მიათკეცებდა დარდს, რომ ლალი შვილების ნახვის უფლებას არ მაძლევდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე კიდეც, ჩემს ცოლ-შვილს დავბრუნებოდი, მაგრამ ლალისგან სასტიკი უარი მივიღე. ძველ ნაცნობებთან შეხვედრას გავურბოდი, განსაკუთრებით თემოს გავურბოდი, მაგრამ ერთხელ შემთხვევით მაინც შევხვდით. მივესალმე, მან თავი ამარიდა, არაკაცი ხარო, მითხრა და გამშორდა. ხანდახან ჩემს მშობლებთან შევივლიდი ხოლმე, დედაჩემი გრძნობდა ჩემს მდგომარეობას და ისე მიყურებდა, ვატყობდი ვეცოდებოდი, მაგრამ ეს უფრო მაღიზიანებდა. ვიცოდი, პატარა თემურს მკურნალობასა და ყურადღებას არ აკლებდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.
- ბავშვს ვერ ნახულობდით?
- კი, ერთხელ, როცა ლალი სახლში არ იყო, დედამისს და მამამისს დავუჩოქე და მაჩვენეს. ამ დღიდან ერთი თვის მერე კი გარდაიცვალა. გასვენებაში მისვლა ვერ გავბედე, ვინმესი კი არ მეშინოდა, მხოლოდ ჩემკენ ზიზღით მომზირალი თვალებს ვერ გავუძლებდი. ერთი კვირა გარეთ აღარ გავსულვარ, გულში ნონასაც ვადანაშაულებდი, თუმცა ის რა შუაში იყო... ასე იყო თუ ისე, მასთანაც აღარ შემეძლო გაჩერება, ავიღე ჩემი ბარგი და შინ დავბრუნდი.
მას შემდეგ ორი წელია სიზმრებით ვცხოვრობ. ჩემს პატარა თემურს ინვალიდის ეტლით დავატარებ, პირს ვბან და ქერა თმას ვუვარცხნი. ის კი მადლიერი თვალებით მიყურებს და ეღიმება. სულ იმაზე ვფიქრობ, რითი გამოვისყიდო დანაშაული, ცოცხალი ადამიანების წინაშე კიდევ შეიძლება მოვახერხო, მაგრამ თემიკოს წინაშე?.. ხშირად მივდივარ მის საფლავზე და საათობით ვუყურებ საყვარელ სახეს. მინდა, თავი მისი საფლავის ქვას ვახალო, ქალივით ხმამაღლა ავტირდე, „მაპატიე ჩემო პატარა ბიჭუნა!“

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 68 /
მაკა
ნუ განვიკიკითხავთ!
12:58 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგლა
შეურიგდესო? აბა იმ საწყალ გოგოს მოაყოლეთ ეგ ამბავი, მერე რას იტყვით....? ადამინი ესეთი ახვარი როგორ უნდა იყოს შვილი მოუკვდეს და კიდე თავის თავმოყვარეობაზე ფიქრობდეს....
00:18 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
sinanuli rodesac gaqvs es yvelaze mnishvnelovania, mag dros ufalma gapatia. cxovreba unda gagagrdzelo da iloco bavshvistvis.
23:34 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
გაღიზიანებული ცოლის ნახვა არ უნდოდა თურმე, მაგრამ რა აღიზიანებდა ცოლს, მაგაზე სიტყვასაც არ ამბობს, ქალს შვილის ავადმყოფობა თრგუნავდა და აღიზიანებდა, ამ კაცს კი მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა, თავად ყოფილიყო მსვიდად და არც ცოლი აინტერესებდა და არც სვილი. მოიწყო მშვიდი ბუდე ფულიან ქალთან. ეგონა ცოლი კისერზე ჩამოეკიდებოდა და ხვეწნას დაუწყებდა. მეზიზღებიან ასეთი მედროვე კაცები, თვითონ იყვნენ კარგად და რაში ადარდებთ რას გრძნობს და განიცდის ქალი. არაფრის გულისთვის არ ვაპატიებდი მისი ცოლის ადგილზე. როცა ოჯახს სჭირდებოდა მაშინ დაიკიდა ფეხებზე,
21:10 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
elena
Shen damnashave ar xar.icxovre ojaxisatvis.da ipovni sulier simshvides.mec analogiur situaciashi damtova chemma meuglem.tyupebi myavda da 1 gardamecvala.magram imas ar unania ertxelac.sheurigdi meugles.mistvis rtuli iqneba sheni colistvis magram ar danebde.gulit girchev.dzalian didi gachirveba gadavitane da mainc sul velodi magram ushedegod.
20:22 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
როზა
.მერთმა მოგცეს ძალა და გამძლეობა.ძნელია რამე გირჩიო,გულმა უკეთ იცის , მიენდე გულს,ის გაგიმტთელებს მომავალს.
19:48 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
შეურიგდი ცოლს, ეგებ გაპატიოს და უნდა გაპატიოს, ტუნდაც ბავშვის გამო, იმ ბავშვს მამა ზალინა უნდა, ვტხოვ ლალის ამაზე იფიქროს
18:32 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
აჰ
ავტირდი, იმედია მოგონილია ეს
18:30 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არა აქ განსაცდელი ბავშვი ნამდვილად არ იყო ეს მაინც მოხდებოდა. ნათელში ამყოფოს მისი სული. არავინ ვიცით ვინ როგორ ვიცხოვრებთ.
18:05 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
აუცილებლად უნდა მოუბოდიშოს ცოლს და შეურიგდეს. მოეფეროს ოჯახს და ასე გააგრძელოს ცხოვრება.
18:01 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS