02 მარტი, 2018
„მინდა, თავი მისი საფლავის ქვას ვახალო, ქალივით ხმამაღლა ავტირდე“ - შეცდომა თუ დანაშაული
ჩემს პატარა თემურს ინვალიდის ეტლით დავატარებ, პირს ვბან და ქერა თმას ვუვარცხნი. ის კი მადლიერი თვალებით მიყურებს და ეღიმება ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს მიაჩნია, რომ თანაგრძნობას არ იმსახურებს, მაგრამ ეს განცდა მკითხველს მაინც აუცილებლად გაუჩნდება. ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს სერიოზული განსაცდელი ეწვია, ეს განსაცდელი ავადმყოფი ბავშვი იყო...

ნიკუშა, 32 წლის:

- ერთი კარგი მეგობარი მყავდა, თემო. მხიარული, ენაკვიმატი ბიჭი იყო, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ხან ჩემთან ავდიოდით სახლში და ხანაც მასთან. და ჰყავდა ჩვენზე ცოტა უმცროსი, ლალი.
ვიცი, რომ მეგობრის დას სხვანაირი თვალით არ უნდა შეხედო, მაგრამ თავს ვერ მოვერიე და ჩემდაუნებურად შემიყვარდა. კარგა ხანს გამხელას ვერ ვბედავდი, თუმცა ვატყობდი, ლალიც არ იყო ჩემ მიმართ გულგრილი, შეიძლება ჩემს გამოხედვაში გრძნობდა რაღაცას და იმიტომ. ხანდახან მაშინაც მივდიოდი მათთან, როცა თემო შინ არ მეგულებოდა და როგორც იქნა ერთ საღამოსაც, როცა მარტო იყო, გამოვუტყდი სიყვარულში, არ გაჰკვირვებია. ამის შემდეგ ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩემი და ჩემი რჩეულის სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებდა. თემოც უკვე რაღაცას ეჭვობდა. ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ დარჩა, სიმართლე გავუმხილეთ, არ ესიამოვნა, ეს სახეზეც დამეტყო, მაგრამ მალე გადაუარა და გვითხრა, თქვენი საქმის თქვენ იცითო. ამის შემდეგ უფრო გაბედულად ვხვდებოდით, დავდიოდით კინოსა თუ თეატრში და წელიწად-ნახევრის შემდეგ დავქორწინდით კიდეც.
დღეები სწრაფად გარბოდა, ერთმანეთი გვიყვარდა და ბედნიერები ვიყავით. შემდეგ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, პირველი ვაჟიშვილი გელა შეგვეძინა. ბედს არ ვემდუროდი, მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა, სამუშაო მეშოვნა. მამის ხარჯზე ყოფნა, ცოტა არ იყოს, მერიდებოდა. ორი წლის მერე მეორე შვილიც გვეყოლა, თემური დავარქვი. ეს ჩემი სურვილი იყო.
- რატომ თემური?
- ხომ გითხარით, რომ თემო, ჩემი მეგობარი და ცოლისძმა, ძალიან მიყვარდა. პატარა თემური ცისფერთვალება და ქერათმიანი იყო. ერთი შეხედვით ნორმალური ბავშვი იყო, ცოტა ზომაზე დიდი თავი ჰქონდა. ოთხი თვის გახდა, მაგრამ კისერი ვერ გაიმაგრა. ხელებისა და ფეხების მოძრაობაც უჭირდა, შეგვეშინდა და ექიმთან წავიყვანეთ. ექიმს არ მოეწონა ბავშვის მდგომარეობა, მკურნალობა დაუნიშნა და გვითხრა, რომ ერთ თვეში კიდევ მიგვეყვანა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
- ბოლოს რა დიაგნოზი დაუსვეს?
- კიდურების დამბლა. ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ ხელებისა და ფეხების ამოძრავება უჭირდა. რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან განვიცდიდით. ჩვენი ოჯახიდან სიცილი და კარგი განწყობა გაქრა. განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს გაუფუჭდა ხასიათი, სულ გაღიზიანებული და დაძაბული იყო. საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი ვატარეთ, მაგრამ ტყუილად. სხვა რა გზა გვქონდა, ბედს შევურიგდით. სწორედ ამ დროს ნორმალური სამსახური გამომიჩნდა, თუ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს.
- რატომ?
- ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ნიკუშა, ჩვენმა მთავარმა ბუღალტერმა მანქანა იყიდა, მართვა არ იცის და მძღოლი სჭირდებაო. გამიხარდა. ახლა ხომ გაცილებით მეტი ფული გვჭირდებოდა, ვიდრე ადრე. მეორე დღესვე წავედი, რომ სხვა არ აეყვანა. ბუღალტერი ქალი აღმოჩნდა, ორმოციოდე წლის. რეზომ ჩემი თავი გააცნო მას. ასე გავხდი ნონა კილაძის მძღოლი. ჩემმა ცოლმა რომ გაიგო, ბუღალტერი ქალი იყო, თანაც განათხოვარი, არ მოეწონა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ის მკითხა, ლამაზიაო. არა უშავს-მეთქი, - ვუპასუხე. დრო გადიოდა, თუმცა ჩვენს პატარა თემურს უკეთესობის არაფერი ეტყობოდა. ამან რაღაცნაირად ჩემსა და ლალის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა, აგრესიული გახდა. იყო მომენტები, რომ ვერავის იტანდა. როცა ასეთი მდგომარეობაა ოჯახში, მოგეხსენებათ, კაცს შინ მისვლა მაინცდამაინც არ ეხალისება. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ჩემს თავს ვატყობდი, რომ ოჯახს გავურბოდი.
- ამის მიზეზი მთავარი ბუღალტერიც ხომ არ იყო?
- არც უმაგისობა იყო. ნონა მშვიდი და სერიოზული ქალი აღმოჩნდა. ხელფასსაც კარგად მიხდიდა. კმაყოფილი ვიყავი, თავიდან თავი ოფიციალურად ეჭირა, შემდეგ კი ჩვენ შორის ყინული გალღვა. ერთ საღამოსაც, როცა სახლში მივიყვანე, ნონამ შემიპატიჟა. ყავა დავლიეთ და იმ ღამეს იქ დავრჩი. ლალიმ არ იცოდა, სად გავატარე ღამე, მაგრამ ალბათ რაღაცას ხვდებოდა, ჩვენ შორის უფრო იმატა უსიამოვნება და ჩხუბმა. როცა ჩემი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ჩემი და ნონას ურთიერთობამ სერიოზულად დაიძაბა, ჩაერივნენ, მეჩხუბებოდნენ, მეხვეწებოდნენ, მაგრამ ამაოდ... ლალი მშობლებთან დაბრუნდა, მე კი ნონასთან გადავედი საცხოვრებლად.
- შეგიყვარდათ ნონა?
- თავიდან ასე მეგონა, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, უფრო სწორად, შეცდომა კი არა, ეს დიდი დანაშაული იყო ჩემი საყვარელი ადამიანების წინაშე. განსაკუთრებით კი პატარა თემოს წინაშე. სწორედ ავადმყოფ შვილზე ფიქრი და დარდი ამეკვიატა ნონასთან გადასვლის პირველივე დღეებიდან. სულ მისი სახე მედგა თვალწინ. ის უფრო მიათკეცებდა დარდს, რომ ლალი შვილების ნახვის უფლებას არ მაძლევდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე კიდეც, ჩემს ცოლ-შვილს დავბრუნებოდი, მაგრამ ლალისგან სასტიკი უარი მივიღე. ძველ ნაცნობებთან შეხვედრას გავურბოდი, განსაკუთრებით თემოს გავურბოდი, მაგრამ ერთხელ შემთხვევით მაინც შევხვდით. მივესალმე, მან თავი ამარიდა, არაკაცი ხარო, მითხრა და გამშორდა. ხანდახან ჩემს მშობლებთან შევივლიდი ხოლმე, დედაჩემი გრძნობდა ჩემს მდგომარეობას და ისე მიყურებდა, ვატყობდი ვეცოდებოდი, მაგრამ ეს უფრო მაღიზიანებდა. ვიცოდი, პატარა თემურს მკურნალობასა და ყურადღებას არ აკლებდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა.
- ბავშვს ვერ ნახულობდით?
- კი, ერთხელ, როცა ლალი სახლში არ იყო, დედამისს და მამამისს დავუჩოქე და მაჩვენეს. ამ დღიდან ერთი თვის მერე კი გარდაიცვალა. გასვენებაში მისვლა ვერ გავბედე, ვინმესი კი არ მეშინოდა, მხოლოდ ჩემკენ ზიზღით მომზირალი თვალებს ვერ გავუძლებდი. ერთი კვირა გარეთ აღარ გავსულვარ, გულში ნონასაც ვადანაშაულებდი, თუმცა ის რა შუაში იყო... ასე იყო თუ ისე, მასთანაც აღარ შემეძლო გაჩერება, ავიღე ჩემი ბარგი და შინ დავბრუნდი.
მას შემდეგ ორი წელია სიზმრებით ვცხოვრობ. ჩემს პატარა თემურს ინვალიდის ეტლით დავატარებ, პირს ვბან და ქერა თმას ვუვარცხნი. ის კი მადლიერი თვალებით მიყურებს და ეღიმება. სულ იმაზე ვფიქრობ, რითი გამოვისყიდო დანაშაული, ცოცხალი ადამიანების წინაშე კიდევ შეიძლება მოვახერხო, მაგრამ თემიკოს წინაშე?.. ხშირად მივდივარ მის საფლავზე და საათობით ვუყურებ საყვარელ სახეს. მინდა, თავი მისი საფლავის ქვას ვახალო, ქალივით ხმამაღლა ავტირდე, „მაპატიე ჩემო პატარა ბიჭუნა!“

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 68 /
რუუს
ძალიან სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, მაგრამ ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ გაურბიან ქართველი მამები არასრულფასოვან შვილებს,თითქმის ასეთი ოჯახების 80 პროცენტი დედები შვილებს მარტო ზრდიან, რა აშინებთ?ან მეუღლეები არ ეცოდებათ ასეთი განსაცდელის დროს მარტო რომ ტოვებენ? სხვა ქვეყნებში პირიქით ხდება,დაათმაგებულიაქვს მამობრივი გრზნობა და ისეთი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ეკიდებიან ოჯახს, ნუთუ ასეთი მხდალია ქართველი კაცის უმრავლესობა? სამწუხაროა ძაან
00:10 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
სამწუხაროა მაგრამ რას იზამ ასეთი ყოფილა გვტის ნება შეეცადეთ ოჯახი დაიბრუნო და შენი დანაშაული ცოტათი მაინც გამოისყიდო ამით პატარა თემოს სულსაც დააშვიდებ ნათელსჰი გიმყოფოს უფალმა მისი ლამაზი სული
16:45 / 09-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
აქ ის არაა ნათქვამი ადამიანი არ განიკითხოო, და ისედაც ჩენ ვაკრიტიკებ! არაა ეს განკითხვა ეს მისთვის უკეთესია იცოდეს რა უნდა გააკეთოს შემდეგი დარჩენილი სიცოცხლის გზაზე,განკიტხვაც საჩიროა და თანაც საჯაროდ დამნაშავისტვის, თვიტონაც კარგად იცის, "რასაც დასტესავ იმას მოიმკიო', ასე რომ აქ ტქვენ. მისი საქციელის შემფასებელი კი არ უნდა გააკრიტიკოთ, არამედ დამნაშავე. იქნებ ამის მაგალითი აგარავინ აგარ გაიმეოროს, ტუმცა ყველა კაცი მაინც სხვა სულით სუნთქავს, პრობლემის გადალახვა მხოლოდ კაცების 4%-ს შეუძლია... ეს ასეა
14:10 / 09-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ტირილამდე მიმიყვანა, რა საშინელი ისტორიააა, მაგრად დამნაშავე ხარ ნიკუშ, ასეტ კაცებზე ცარმოდგენა მეკარგება,განა ამისთანა კაცებს შარვალი აცვიათ?! მაგრამ, კარგია ამას რომ აღიარებ და თავს დამნაშავედ გრდძნობ, ახლა ლალის კარებზე მუხლიჩოქამ უნდა იარო ყოველი დგე დაიბრუნო და ხელის გულზე უნდა ატარო რომ, ამიტ სული დაიმსჰვიდო. მიცვალებულისტვის კი ყოველი დგგე ლოცვები უნდა იკითხო ტავი კარგად რომ იგრძნო.....
14:01 / 09-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
შემეცოდა კი არა ფურთხის ღირსია,
13:25 / 09-08-2014
გამოხმაურება / 0 /
სერგი
აუ ძალიან ცუდად გავხდიი ძალიან იმოქმედა... გული ამტკივდაა :((((
14:59 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
:(((((
მძიმე სიტუაციაა, ეკლესიაში იარე ილოცე მისი სულისავის და გააკეთე ყველაფერი მის წინაშე ამით გამოისყიდი დანაშაულს.რაც შეეხება მეუღლეს მასთან საუბარი ცადე და ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ნდობა დაუბრუნო და გაუხალისო ცხოვრება
12:01 / 05-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ოჰ,საშინლად შემეცოდა ეს კაცი :( უნდა ყველაფერი გააკეთოს,რომ ცოლი დაუბრუნდეს და პატარ ბაიები კიდევ უნდა აჩუქონ ერთმანეთს :) გული არ გაიტეხო ძამია.ვინც ეძებს,პოულობს კიდეც.შენც ეძებე გზები შენი ოჯახისკან.ღმერთი შენსკენ.
05:32 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ნონა არ განიცდის სინდისის ქეჯნას ნეტა
18:58 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მარტალია ცუდად მოიკეციტ მაგრამ აგიარებაც კარგი საკციელია ხსჰირად ცუდად იკცევიან და ამას არცკი აგიარებენ პირიკიტ სხვას ადანასაულებენ .სხვის ცუდის ტკმას იკნებ ზოგიერტებს ტავის გულსჰი ცჰაეხედატ ცუდი არიკნებოდა იმიტომ რომ ხე ერტი მხრიდან არასდროს იცჰრება
14:04 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS