08 ოქტომბერი, 2019
ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"
"ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია... ჩა­გეს­მით ყან­ჩე­ლი­სე­უ­ლი სევ­დი­ა­ნი ჟღე­რა­დო­ბა? იცით, ვინ თა­მუ­ნი­ას მის­ტი­რის რეზო გაბ­რი­ა­ძე და ვის გამო შექ­მნეს ეს უმაგ­რე­სი მუ­სი­კა?

ძი­რძველ ქუ­თა­ი­სე­ლებს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ღმერ­თო რა ლა­მა­ზი იყო ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია! მე რომ მას ქუ­ჩა­ში ავე­დევ­ნე­ბო­დი, უკვე 70 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ისე­თი არის­ტოკ­რა­ტუ­ლი, ისე­თი ნაზი, ისე­თი სათ­ნო... ან რა ხმა ქონ­და? რომ და­ი­წყებ­და სა­უ­ბარს, ეგ­რე­ვე გა­ჯა­დო­ებ­და. ან რო­გორ უხ­დე­ბო­და სი­გა­რე­ტი, ან რო­გორ სვამ­და ჩაის 90-იანი წლე­ბის "ბის­ტრო­ში" ზა­ი­რას­თან ერ­თად.

-
ქალ­ბა­ტო­ნო თა­მუ­ნია, წარ­მო­მიდ­გე­ნია, მა­შინ რა ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­დით, როცა რეზო გაბ­რი­ა­ძემ მისი გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რის­თვის და­წე­რა თქვენ­ზე, ან რა შთა­გო­ნე­ბა ექ­ნე­ბო­და გია ყან­ჩელს?


- დათო დე­დი­კო, არ გა­ი­მე­ო­რო ეგ, არ არის მარ­თა­ლი... უხერ­ხუ­ლია ბა­ტონ რე­ზოს­თან...


- მარ­თა­ლია, მარ­თა­ლი (და­მი­დას­ტუ­რა ზა­ი­რამ).

ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ა­ზე მთე­ლი ქუ­თა­ი­სი და თბი­ლი­სი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვერც რეზო გაბ­რი­ა­ძე დარ­ჩა გულ­გრი­ლი... მერე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლომ­დე ლა­მა­ზი იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ღმერ­თო, მისი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხმა ახ­ლაც ჩა­მეს­მის ყურ­ში. ზა­ი­რი­კოც მოკ­ვდა... ყან­ჩე­ლის, ამ უდი­დე­სი მა­ესტროს სიკ­ვდილ­მა გა­მახ­სე­ნა თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია" - ეს ჟურ­ნა­ლისტ დათო ლიკ­ლი­კა­ძის მო­გო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კომ­პო­ზი­ტორ გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რი­თაც ბევ­რის­თვის უც­ნობ ის­ტო­რი­ას ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა...

გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის "შე­რე­კი­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, ბი­ძია-ბა­ბუ­ას სატ­რფოს, ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ას პრო­ტო­ტი­პი ჰყო­ლია და სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა გე­ნი­ა­ლურ­მა რეზო გაბ­რი­ა­ძემ ის სტრი­ქო­ნე­ბი...

დათო ლიკ­ლი­კა­ძის დახ­მა­რე­ბით, AMBEBI.GE-მ თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, თიკო ინა­ზემ­ცე­ვა იპო­ვა და ვე­ცა­დეთ, ამ ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რია მოგ­ვე­თხრო მკი­თხვე­ლის­თვის...

თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, თიკო ინა­ზემ­ცე­ვა
ქალ­ბა­ტო­ნი თიკო თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია ისე­ვე, რო­გორც თა­ვად თა­მუ­ნა იყო მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი: გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS