დალასში, ყოფილ პოლიციელს, ამბერ გაიჯერს უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა გასულ წელს მოხდა - პოლიციელი საკუთარი სახლის ნაცვლად, შეცდომით მეზობლის სახლში შევიდა. როდესაც ქალმა ბინის კარი გააღო, სახლის მეპატრონე - ბოთემ ჯინი მისაღებ ოთახში ნაყინს ჭამდა. პოლიციელმა მამაკაცი ქურდად მიიჩნია, იარაღი ამოიღო და მოკლა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოვლენები დარბაზში ემოციურად განვითარდა. მოკლულის 18 წლის ძმა ფეხზე წამოდგა და ამბერს „ყველაფერი საუკეთესო“ უსურვა.
„არ ვიცი, ეს შესაძლებელია თუ არა, მაგრამ
შეიძლება მას ჩავეხუტო?“ - ჰკითხა ბრენდტ ჯინმა მოსამართლეს. მისი დასტურის შემდეგ კი ყოფილ პოლიციელს მოეხვია.
გაგრძელება