რუსკა ქეთა
- ძალიან პატარა ასაკში დავმეგობრდით, ერთმანეთი "ნატალიში" გავიცანით. მე რუსკაზე სამი წლით უფროსი ვიყავი და იმ ასაკში სამწლიანი სხვაობა, რაღაც სხვანაირი იყო, თითქოს უფრო გვეტყობოდა. განსაკუთრებული სიყვარული მქონდა მის მიმართ. დღემდე მახსოვს მისი სიცილი და ხმა, გამორჩეული გოგო იყო. გადაღებების გარდა, ცალკე მეგობრობაც გვქონდა. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს, ბევრი კარგი მახსენდება. რუსკასთან გატარებული ყველა წუთი და დღე, ყოველთვის განსაკუთრებულად მახსოვს. მხიარული და გიჟური მახსოვს. სხვანაირი სხივი ჰქონდა, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. ერთხელ მაინც ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს.
- ვისგან შეიტყვეთ მეგობრის გარდაცვალება?
- ერთ-ერთმა მეგობარმა დამირეკა. ხომ ამბობენ, რომ ადამიანი ტკივილს ეჩვევა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბევრი წელი გავიდა, დღემდე ვერ წარმომიდგენია, რომ ცოცხალი აღარ არის. გადაღებიდან მოდიოდა, მოტოციკლზე იჯდა თავის მეგობართან ერთად, არ იყო ექსტრემის მოყვარული, თუმცა, პატარა ასაკი ჰქონდა და დაჯდა მოტოციკლზე. სწრაფადაც არ მიდიოდნენ, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა და რუსკა შეეწირა ამას. არასდროს დამვიწყებია, სულ მახსოვს და ვფიქრობ, ახლა რომ ცოცხალი იყოს, ნეტა რას გააკეთებდა-თქო. გულდასაწყვეტია, როცა ასეთ ადამიანს კარგავ. გაგრძელება