16 აგვისტო, 2019
ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა
...ის სამი წლის ბავ­შვი იყო, სა­ხე­ლად რასა, ლიტ­ვის სოფ­ლი­დან. ექი­მი - ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გი რა­მაზ და­თი­აშ­ვი­ლი. ამ ხმა­უ­რი­ან­მა ის­ტო­რი­ამ ისი­ნი 31 წლის წინ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. პა­ტა­რას ბედ­ზე მა­შინ მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ღე­ლავ­და.

"მა­შინ ყვე­ლა­ზე მო­სა­წყე­ნი, რუხი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ ხალ­ხს ძა­ლი­ან უნ­დო­და კარ­გი ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა და მათ ეს ის­ტო­რია მო­ის­მი­ნეს", - ყვე­ბა რა­მაზ და­თი­აშ­ვი­ლი.

...1983 წლის ზა­ფხუ­ლი. ლიტ­ვა. ტრაქ­ტო­რისტ ვი­ტა­უ­ტას პრას­ცი­ა­ვი­ჩუ­სის ყვე­ლა მე­ზობ­ლის გა­ზო­ნი უკვე გაკ­რე­ჭი­ლია, მას­თან კი გა­უ­ვა­ლი მინ­დო­რია. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მან ტრაქ­ტორს საკ­რე­ჭი მი­ა­ბა, მო­ტო­რი
და­ქო­ქა და ამ დროს შვი­ლე­ბი, რასა და მისი ტუ­პის­ცა­ლი და მინ­დვ­რის მა­ღალ ბა­ლა­ხი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში ჩა­ი­კარ­გნენ. კი­ვილ­მა მო­ტო­რის ხმა გა­და­ფა­რა. ტრაქ­ტო­რი­დან გად­მო­სულ მა­მას წინ რასა და გვერ­დით გო­გო­ნას ორი ფეხი დახ­ვდა. სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ იყო, მალე ღამ­დე­ბო­და. მაგ­რამ 12 სა­ათ­ში ტრაქ­ტო­რის­ტის გო­გო­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­და­ქა­ლაქ­ში ცივ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე იწვა.

Rating

სა­გან­გე­ბოდ გა­მოფ­რე­ნილ თვითმფრი­ნავს სა­ჰა­ე­რო კო­რი­დო­რი მოს­კო­ვამ­დე გა­უ­წ­მინ­დეს. დის­პე­ჩე­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ ცა­რი­ელ სა­ლონ­ში პა­ტა­რა მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო გვერ­დი­თა სკამ­ზე გა­ყი­ნულ თევზთან ერ­თად ჩა­წყო­ბი­ლი ფე­ხე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გი და­თი­აშ­ვი­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ი­ძა­ხეს.

"უფ­რო­სო­ბა თან­ხმო­ბას არ მაძ­ლევ­და, არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია აქამ­დე ასე­თი ოპე­რა­ცი­აო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. 12 სა­ა­თი იყო ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­სუ­ლი. რო­გორც იქნა, მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი. ვყვი­რო­დი, ფე­ხე­ბი სა­დაა-მეთ­ქი. ფე­ხე­ბი გა­ყი­ნუ­ლი იყო, ძირს თევ­ზე­ბი ცვი­ო­და. ერთი ამო­სუნ­თქვით ჩა­ვა­ტა­რე ოპე­რა­ცია. არ­ტე­რი­ას არ­ტე­რი­ას ვა­კე­რებ­დი, ნერვს, კუნთს" - იხ­სე­ნებს და­თი­აშ­ვი­ლი. ოთხ სა­ათ­ში მისი დამ­ხმა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძლივს იპოვ­ნა ღა­მით მოს­კოვ­ში - მედ­და ლენა ავ­ტო­ნუ­კი და ექი­მი ბრან­დი ოპე­რა­ცი­ას გა­მო­ე­თიშ­ნენ. რა­მა­ზი მარ­ტო ადებ­და ნა­კე­რებს. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS