17 ივლისი, 2019
"შერეკილების" მთავარი გმირი დარაჯად მუშაობს
თბილისის მერიამ, საზოგადოებას ის ადამიანები გააცნო, რომლებიც თანამდებობებზე არ მუშაობენ, თუმცა ქმნიან თბილისის რეალობას.


ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით. ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებიან დედაქალაქს.

წარმოდგენილ ადამიანებში აღმოჩნდა, მსახიობი დავით ჟღენტი. რომელიც ყველასთვის საყვარელი ფილმის შერეკილების“ მთავარი გმირია.

„შერეკილები“ ფანტასტიკური ჟანრის ქართული ფილმია, რომელშიც ერთაოზი ობოლი ბიჭის როლს ტამაშობს, რომლესაც მამისგან დატოვებული ვალების გასტუმრება უწევს.

ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ
შენგელაიას.

დავით ჟღენტი ახლა 64 წლისაა. ის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ღამის დარაჯად მუშაობს.მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი 7 წელია. ის სპორტულ ცენტრში გახსნის დღიდან მუშაობს.


პრაიმტაიმი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS