10 ივლისი, 2019
ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - " ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."
საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოფილა პერიოდები, როცა კონკრეტული ხელისუფლებების მხარდაჭერის გამო კოლეგებსა თუ მეგობრებს ერთმანეთისთვის გული უტკენიათ, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩენილან და ის ახლობლობაც დაუვიწყებიათ, რაც მათ აკავშირებდათ.

საკმარისია, ახსენო ლია ელიავა, ყველას თვალწინ მის მიერ შესრულებული სხვადასხვა ხასიათის გმირები წარმოუდგება. ისინი შრომობდნენ, იბრძოდნენ და იყვნენ იმ იდეალების ერთგულნი, რომლებისაც მთელი არსებით სჯეროდათ.

კადრი ფილმიდან "ბაში-აჩუკი" 1956 წელი

Rating

თავად მსახიობს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. სამი წლისა იყო, როცა 1937 წელს, მამა - მაღალი თანამდებობის პირი
დახვრიტეს, ხოლო დედა ცხრა წლით გადაასახლეს. მას შემდეგ, რაც დედა დაბრუნდა და ლია მას შეხვდა, უნებურად მან - დეიდა კატუშა დაუძახა, რასაც თავს მთელი ცხოვრება ვერ პატიობდა.

გოგონამ რეპრესირებული ოჯახიდან მაინც შეძლო ტოტალიტარულ სისტემაში კინოვარსკვლავი გამხდარიყო.

მრავალი ათეული როლი ითამაშა და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა.

ლია ელიავას მოგონებები ჩაიწერა კინომცოდნე მარინე კერესელიძემ, რომელიც, საბოლოოდ, წიგნში - "ლია ელიავა" შევიდა.

თავად მსახიობი ასე აღწერს ამ პერიოდს:

Rating

" მძიმედ გავიცადე რაც მაშინ საქართველოში მოხდა, არ მეგონა რომ ქართველი ქართველს ასე გაწირავდა. .. 1991 წლის აპრილის მოვლენებს სახლიდან ვადევნებდი თვალს. მაგრამ როდესაც 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, შინ ვეღარ გავჩერდი,რუსთაველის გამზირზე მოზეიმე ხალხს მიავშურე, მანამდე აქციებსა თუ მიტინგებზე მონაწილეობის სურვილი არასოდეს მქონია.

იმ დღეს კი მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვითაც კი მივმართე. ვთქვი, რომ ხვალ შეიძლება დიდი უბედურება და ტრაგედიაც დატრიალდეს,. მაგრამ ეს დღე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის დღედ დარჩება. თითქოს გული მიგრძნობდა რომ ტერაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ასეც მოხდა.. როდესაც მე და ოთარი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორის აღმოვჩნდით საზოგადოების დიდი ნაწილი განგვიდგა. ბევრმა ვინც ახლობლად მიგვაჩნდა და გვიყვარდა გული გვატკინა...", - ამბობდა გულისტკივილით ლია ელიავა.

ფოტოზე - ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

Rating

როგორც ჰყვებიან განსაკუთრებით ტრაგიკულად მსახიობმა სამოქალაქო ომის პერიოდი განიცადა, ჯანმრთელობა შეერყა და ინფარქტიც კი მიიღო.

ის ადამიანები კი, ვინც მას გული ატკინეს, ნელ-ნელა ისევ შეიკრიბნენ მის გარშემო და ბოდიშიც მოიხადეს, ლიამ კი დიდსულოვნად მიუტევა მათ.

Rating


ერთ-ერთ ინტერვიუში ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი ნანა ელიავა ასე იხსენებდა ამ პერიოდს:
"ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი აზრი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა, რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა.. "

თავად მშვენიერების ეტალონად აღიარებული ლია ელიავა წერდა ამ სიტყვებს, რომლის კითხვის დროსაც ხვდები, რომ ისინი დღესაც აქტუალურია..Rating

" ყოველთვის ვოცნებობდი მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში. სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს რომ ადამიანია. შემოქმედს იმიტომ რომ შემოქმედია. მსურდა მოქალაქეობრივი სილაღეც მქონოდა. საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება. ისე მოხდა, რომ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ნუთუ არაფერი შეიცვალა?.."

ავტორი ზაურ მირიანაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
pepe
ანგელოზი ქალი
12:21 / 30-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ულანაზესი ქალბატონი და ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ლია ელიავა!❤❤
17:42 / 11-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS