- ორი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. მამუკა ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, დაბალი და შავგვრემანი იყო, მაგრამ კარგი მანქანა ჰყავდა და დღეში იმდენ ფულს ხარჯავდა,
- საბოლოოდ „უკანა სავარძლის ეპიზოდი“ როგორ დამთავრდა?
- მომეფერა, მკოცნიდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქალიშვილი ვიყავი, შევეცოდე და შემეშვა... თბილისში რომ დავბრუნდით, ბოდიშიც მომიხადა, კონტროლი დავკარგე და პირობას გაძლევ, ასე აღარასოდეს მოვიქცევიო. მეც დავუჯერე. ჩვენი შეხვედრები ისევ ძველ რეჟიმში გრძელდებოდა. ერთ დღესაც მამუკას ვთხოვე, მეგობართან უნდა წავიდე, თუ გინდა შენც გამომყევი-მეთქი. უყოყმანოდ დამთანხმდა. ჩემი დაქალი ლამაზი გოგო იყო. ის სახლში სტუმრებს არ ელოდა და შორტებსა და გულამოღებულ მაისურში დაგვხვდა. მამუკას მაშინვე შევამჩნიე, რომ თვალები გაუბრწყინდა. მასპინძელმა სადილი მოგვიმზადა, სასმელი გამოიტანა და მამუკას მეტი არ უნდოდა. ჩემს დაქალს შეუჩნდა, ყველანი სასეირნოდ უნდა წავიდეთ, თორემ დილამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. ჯერ ვიეჭვიანე და გული მეტკინა, მაგრამ მამუკას ისეთი სახე ჰქონდა, მის ღალატზე ფიქრი ნამდვილად უადგილო იყო. როგორმე დაუპატიჟებელი სტუმარი დაქალის სახლიდან უნდა გამეყვანა. მამუკა კი უარზე იყო. როცა თხოვნამ არ გაჭრა და ყვირილზე გადავედი, მამუკამ ხელი ჩამჭიდა და მერე ოთახში გამიყვანა: - იმ ღამეს ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით, რაც ჩვენ შორის მოხდა, მანქანის სარკეში ჩამონტაჟებული ვიდეოთია გადაღებული. თუ ახლა შენს დაქალს სახლიდან არ გამოიყვან, იმ კასეტას მამაშენს გავუგზავნი, გასაგებია? თვალები დამიბრიალა „შეყვარებულმა“. თავზარი დამეცა.
- მისი სიტყვებიც დაიჯერე?
- ისე დავიბენი, უკვე აღარ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. გონებაში ისიც ამომიტივტივდა, რომ მამუკამ მოფერების დროს სარკე რამდენჯერმე გაასწორა. მაშინ მეგონა, რომ უკან გზას უყურებდა, მაგრამ ვიდეოზე რომ დაიწყო საუბარი, ჩავთვალე, სიმართლეს ამბობს-მეთქი.
- დაქალს რა უთხარით?
- ოთახში შევედი და სამზარეულოში გაყოლა ვთხოვე. ვუთხარი, ახლა ვერაფერს აგიხსნი, მაგრამ უნდა მენდო და წამოხვიდე, პირობას გაძლევ, რომ ორ საათში უკან დავბრუნდებით-მეთქი. ვიცი, საზიზღრად მოვიქეცი, რადგან მამუკას გაკონტროლება არ შემეძლო. ჩემი დაქალი გაჯიუტდა, მითხრა, მაგ ნაძირალას არც შენ გაჰყვები და არც მე, თუ საჭირო გახდა, პოლიციას ძალით გავაგდებინებო. როგორც ჩანს, მამუკა ჩვენს საუბარს ჩუმად ისმენდა. როცა ოთახში შევბრუნდით, ტონი შეცვლილი ჰქონდა. ბოდიში მოიხადა, შეგაწუხეთო და მასპინძელს დაემშვიდობა, მე კი მითხრა, წავედითო. მამუკა კარებამდე მივაცილე, მაგრამ არ გავყევი. როცა გადიოდა, ჩაილაპარაკა, „რადგან ასეა, სიურპრიზებს ელოდე ლამაზო“... ორი კვირა ვგლოვობდი იმ წუთებს, როცა მამაჩემი კასეტას მიიღებდა და ბაზალეთის ტბაზე, მანქანის უკანა სავარძელში გადაღებულ კადრებს ნახავდა, თუმცა მას შემდეგ მამუკა არც კასეტით გამოჩენილა და არც უკასეტოდ. ალბათ არც არაფერი გადაუღია, მე კი თავქარიანობისთვის საკმარისად დავისაჯე.
- როცა საფრთხემ გადაიარა, დაქალს მოუყევით, რატომ სთხოვდით სასეირნოდ წასვლას?
- იმ ღამეს არაფერი მითქვამს, რადგან მამუკა წავიდა, საჭიროდ აღარ ჩავთვალე, ალბათ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ ეს ამბავი არ გახმაურდებოდა, ხომ გესმით, ძნელია იმის მტკიცება, რომ ფარულად გადაღებული კადრებით მაშანტაჟებდნენ და მაინც ქალიშვილი ვიყავი. მაგრამ მომდევნო დღეებში უფრო გამიჭირდა მარტოობა. კარზე ზარის ხმას გავიგონებდი თუ არა, ვფიქრობდი, რომ მამუკას გამოგზავნილი ფოსტალიონი გვესტუმრა. შიშმა ისე დამღალა, ჩემს დაქალს ყველაფერი გავუმხილე. მან ეს ამბავი მშვიდად მიიღო, მითხრა, ასეთი კასეტა რომც არსებობდეს, მამუკა თავად ვერ გაბედავს შენს ოჯახში მოტანასო. მაშინ 18 წლის ვიყავი და ამდენი არ მიფიქრია. მამუკას გაცნობის შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, მაგრამ ბიჭებთან ურთიერთობის დაწყებას ვეღარ ვახერხებ. იმ ნაძირალამ ისე შემაშინა, მგონი, თავქარიანი გოგო „მარადიულ ქალიშვილად“ გადავიქცევი...
მკითხველის წერილი