- მე და თინიკო ბავშვობიდან ვმეგობრობთ. სკოლა ერთად დავამთავრეთ და თითქმის ერთდროულად გავთხოვდით. მას ვიღაც ვიგინდარა
- ეს განათხოვრობის შემთხვევაში აუცილებელია?
- იმედგაცრუება რამით ხომ უნდა გადაფარო. როცა ქმარი მიგატოვებს, არასრულფასოვნების განცდა გიჩნდება, შელახული თავმოყვარეობის აღდგენა გჭირდება. ეს კი ყველაზე კარგად საპირისპირო სქესის წარმომადგენელს შეუძლია. კავალრების ნახვა არც გაგვჭირვებია. წყნეთში მეგობართან ვიყავით. უკან რომ ვბრუნდებოდით, ტრანსპორტი აღარ იყო. გზაში მანქანამ გაგვიჩერა და თბილისამდე ჩამოყვანა შემოგვთავაზეს. BMჭ-ს ჯიპი იყო, ვერცხლისფერი, შიგ მსხდომი მამაკაცები კი თმებგაქუცული, ჩასუქებული ტიპები ჩანდნენ, თუმცა უარი მაინც არ გვითქვამს. არც ტელეფონის ნომრები დაგვიმალავს და მეორე დღეს შეხვედრაზეც დავთანხმდით.
პაემანზე ისეთ ფორმაში მივედით, ტიპებმა თვალებიდან ნაპერწკლები ყარეს. რამდენიმე ჭიქის შემდეგ უფრო მეტად მოიწონეს თავი და გაგვიმხილეს, კანცელარიაში ვმუშაობთო. იმ ღამეს შინ წამოსვლა მოვინდომეთ, ჯერ კიდევ ვერ გადაგვეწყვიტა, ღირდა თუ არა მათთან საქმის დაჭერა. ამ თავშეკავებამ ჯიპიანი ტიპები უფრო მეტად დააინტერესა.
თინიკოს ერთმა ფრანგული სუნამო აჩუქა და სასტუმროში დაპატიჟა, მე კი ოქროს გულსაბნევი და ქალაქგარეთ გასეირნების წინადადება მერგო. როგორც მივხვდი, ჩვენი დაშორიშორება უნდოდათ, ცალ-ცალკე უფრო ადვილად დასაყოლიებელი ვიქნებოდით.
- გაჭრა?
- რა გაჭრა, ჩემი კავალერი ისე დათვრა, რესტორანში მაგიდაზე დაეძინა. ღამის ოთხ საათზე ოფიციანტმა ზურგზე მოიკიდა და მანქანაში `ჩადო~, დაწესებულება უნდა დაეკეტა და ჩვენ შიგნით ხომ ვერ დაგვტოვებდა. ვურეკავ თინიკოს გამწარებული, ის კი ძლივს გასაგონი ხმით მეჩურჩულება. თურმე საპირფარეშოშია ჩაკეტილი და სულგანაბული ელოდება ცოლის წასვლას.
- ვის ცოლზეა ლაპარაკი?
- როცა თავის თაყვანისმცემელთან ერთად სასტუმროდან წამოსულან, აგარაკზე დაუპატიჟებია. ალბათ იქ ნომრის აღება ეძვირა. არ ვიცი, მის ცოლს ვინ შეატყობინა, მაგრამ მისვლიდან რამდენიმე წუთში, შპილკებზე შემდგარი ალქაჯი მიხტომიათ. ქმარმა მისი მანქანის ხმა იცნო და სანამ მეუღლე შინ შეაღწევდა, თინიკო საპირფარეშოში გამოკეტა, თვითონ დივანზე წამოწვა და თავი მოიმძინარა. ცოლს უფიქრია, ისტერიკების მოწყობას ჯობია დაველოდო, როდემდე შეძლებს თავის მოკატუნებასო და იქვე თავთან ჩამოუჯდა. ამასობაში მის ქმარს მგონი მართლა ჩაეძინა...
- ამ ღამის შემდეგ ჯობდა თავგადასავლებზე აღარ გეფიქრათ.
- მოიცა, დავასრულო... ის საპირფარეშოში ელოდა ღამის გათენებას, მე კი მანქანაში მხვრინავი კაცის გვერდით. მეორე დილით ისე მინდოდა იმ ნაძირალასთვის სამაგიერო გადამეხადა, ლამის შიშველი ხელებით მოვახრჩე, თუმცა უკეთესი იდეა მომივიდა. გათენდა თუ არა, შინ წავედი. რამდენიმე საათში კი, როცა კავალერმა დამირეკა, ვუთხარი, რომ რესტორანში ჩემზე ძალა იხმარა, მოწმეც მყავდა და პოლიციაში ჩივილს ვაპირებდი. კაცი გაშრა, გაოგნდა. ბოლომდე არ დამიჯერა, მაგრამ არც თავის იმედი ჰქონდა, ამიტომ მთხოვა, შევხვდეთო და ფული შემომთავაზა. იმ ღამეს ათასი ლარი ვიშოვე და თინიკოს დაბრუნებას დაველოდე, როგორც დაზარალებულისთვის თანხის გაყოფა მინდოდა, მაგრამ არც მისი თაყვანისმცემელი დარჩენილა ვალში. საპირფარეშოში გატარებული რამდენიმე საათისთვის გულუხვად დაასაჩუქრა. თუმცა მას შემდეგ ჯიპიანი ტიპები აღარ გამოჩენილან.
- იმედგაცრუებული დარჩით?
- არა, მას შემდეგ კიდევ უამრავი თაყვანისმცემელი გამოჩნდა. ნებისმიერ საქმეში მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმაა. მე და თინიკომ ისე `დავამუღამეთ~ ფულიანი კაცების შებმა, რომ ჩემმა მეგობარმა საქმროც კი იპოვა. მე ჯერ ისევ თავისუფლებით ვტკბები. ვერ მოგატყუებთ, არის შემთხვევები, როცა მამაკაცისგან შეურაცხყოფილადაც მიგრძნია თავი, მაგრამ იმ დამცირებას, რაც ქმარმა მომაყენა, ვერაფერი შეედრება.
ხათუნა მაღრაძე