20 ივნისი, 2019
"ეს ამბავი მოგვიანებით გამჟღავნდა, დღემდე ვერ მომინელებია, დედა ასე რატომ მოიქცა" - გოგონა ფილმიდან "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი"
"ძალიან არტისტული პიროვნება ვარ. მიყვარს ცეკვა და სიმღერა. ვფიქრობ, ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. რაკი ოცნება ვერ ავისრულე, ჩემს დას, ანას ვთხოვე, მისი და აწ განსვენებული საშა იოსელიანის ძალიან ნიჭიერ ქალიშვილ ნინოსთვის მაინც არ დაეწყვიტა გული და ხელი შეეწყო, მსახიობი გამხდარიყო. ასეც მოხდა. ხანდახან მგონია, თითქოს ამით მე ავისრულე ოცნება", - სევდანარევი ხმით ამბობს დღესაც ულამაზესი ქალბატონი დალი რატიანი და თავისი ცხოვრების დაუვიწყარ დღეებს იხსენებს.

- მაშინაც აქ, მუსკომედიის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდი. მერვე კლასი დამთავრებული
მქონდა, რომ ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ხილი ვიყიდე და ბორჯომის ქუჩას მივუყვებოდი. ამ დროს შემამჩნია ფილმ "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილის" რეჟისორის, გუგული მგელაძის ასისტენტმა რიმა კარსანიძემ, შემაჩერა და მითხრა: რა ლამაზი გოგო ხარ! კინოში გადაღება არ გინდაო? ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა... რამდენჯერაც კინოსტუდიასთან გავივლიდი, სულ ვოცნებობდი, ნეტავ, ვინმემ შემნიშნოს და ფილმში გადაღება შემომთავაზოს-მეთქი. ჰოდა, იმ ქალბატონს უარს როგორ ვეტყოდი?! გუგული მგელაძეს ძალიან მოვეწონე.

ჩემი პარტნიორი, რეჟისორი მიშიკო კობახიძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავად ფილმ "ქორწილის" გადაღებას იწყებდა და ვერ იცლიდა, სამაგიეროდ, თავის ფილმში დამპატიჟა, - გუგულიმ სხვა გოგონა იპოვოსო (იცინის).


მოკლედ, საცდელი კადრები გადამიღეს და არდადეგებზე რაჭაში გავემგზავრე. დეპეშა ტექსტით, - მთავარ როლზე დაგამტკიცეთო, იქ მივიღე და ლამის ჩამოვფრინდი თბილისში. გადაღება პირველ აგვისტოს იწყებოდა და უბედნიერესი ვიყავი. დათოს როლზე სერგო ორჯონიკიძე აეყვანათ. მაშინ სერგო სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა და მახსოვს, ფილმის მეორე რეჟისორი - დევი აბაშიძე სულ ეხუმრებოდა, - თქვი, მამაშენმა რამდენი ფული ჩაყარა შენს მოწყობაშიო?! - რას ამბობთ, ბატონო დევი, ჩემი გვარი ჩარიცხულ სტუდენტთა შორის ოქროს ასოებით ჩაწერესო, - სხარტად პასუხობდა სერგო.

გადაღება "ქარიშხალას" ველოტრეკიდან დაიწყეს. ეს იყო ჩემი და სერგოს გაცნობის პირველი კადრები. მე სულ მჩაგრავდნენ - დილის 6 საათზე უკვე საგრიმიოროში უნდა ვყოფილიყავი, სერგოს კი შვიდის ნახევარზე იბარებდნენ. ქალებს ვუთმობო, - მამშვიდებდა ხოლმე. ისე კი, მე მეტი გრიმი მჭირდებოდა. გრიმიორი გურამ ბარნაბიშვილი ისე მიეჩვია ჩემი "ჩოლკის" დაყენებას, რომ ერთხელ ტროლეიბუსში უცნობი გოგონას "ჩოლკა" არ მოსწონებია, მივარდნილა და იმისთვისაც გაუსწორებია. მერე თვითონაც შემცბარა და მოუბოდიშებია, ისე მივეჩვიე ლალის "ჩოლკის" გასწორებას, მექანიკურად სხვებსაც ვუსწორებო.

ამ ფილმის პარალელურად, იღებდნენ ფილმებს "მე ვხედავ მზეს" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". ამიტომ საგრიმიოროში ეროსი მანჯგალაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასა და მავრ პიასეცკის გარდა, ყოველდღე ვხვდებოდი მიხეილ ჭიაურელს, ვერიკო ანჯაფარიძეს, აკაკი ხორავას, სოფიკო ჭიაურელს. ერთხელ მარტინსონსაც კი შევხვდი, ჩამოსული რომ იყო.

სააბაზანოში პირის დაბანას რომ ვიწყებდი, კაბას ვიხდიდი ხოლმე და ქვედაბოლოს ამარა ვრჩებოდი. ამ დროს სერგო წყალს მიკეტავდა და გასაპნულს მტოვებდა... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS