- მოსკოვში, ბერიას აგარაკზე ზღაპრული ფუფუნება დუღდა. ხშირად მანქანით სტალინის ვაჟი, ვასილი შემოვარდებოდა ხოლმე, ნამდვილი გადარეული იყო, გიჟივით დააქროლებდა მანქანას. ვასილი ბერიას ბიჭის, სერგოს ამხანაგი იყო. ბერიას ცოლ-შვილი აგარაკზე ჰყავდა გამწესებული. ნინო, ბერიას ცოლი, ჩვეულებრივი
- ცნობილია, რომ ბერიასთვის ქალები რაფაელ სარქისოვს მიჰყავდა. არადა, სწორედ სარქისოვმა დასდო ბრალი ნაციონალურ საკითხში: "შეურაცხყოფილი ვიყავი, ბერია მეუბნებოდა, დავით სარქისოვს ნამდვილად მოჰყავდა ნაირ-ნაირი ქალები... ბერიას საწოლში რუსი დედა-შვილიც მინახავს... ამისთვის ბერიას სახლში ფულიც ბევრი იყო. თავად მინახავს, როგორ აუთოებდა ბერიას დიასახლისი 100-მანეთიანებს, რომელსაც გვერდით ასევე 100-მანეთიანებით სავსე ტომარა ედგა.
დიასახლისი ნინო გეგეჭკორის ნათესავი იყო, გამიღიმა და უთოობა გააგრძელა.
როდესაც ზაფხულში ბერია აგარაკიდან ცოლ-შვილითა და მოსამსახურეებით გაგრაში გაემგზავრა, მხოლოდ მე და ლენინგრადელი მასაჟისტი ქალი დავრჩით. კიდევ ერთადერთი მიმტანიც იყო, რომელიც ხელს გვიწყობდა... აგარაკის საკონტროლოდ დროდადრო მოსკოვიდან ერთი მაიორიც ჩამოდიოდა.
- ანუ რომანტიკული აგარაკი ქალაქგარეთ... ლამაზი გოგო და ბიჭი... სიყვარულს სხვა არც არაფერი უნდა.
- ასე იყო. თუმცა, მე თავად ვერაფერს წამოვიწყებდი, რადგან მართლა მეშინოდა, სამაგიეროდ, გოგონა იყო თამამი. აგარაკთან 50 მეტრში მდინარე მოსკოვი ჩამოდიოდა და მას ხშირად გადავლახავდით ნავით. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ აგარაკის მეთვალყურე მაიორმა მოახსენა ბიძაჩემს ყველაფერი. ბიძაჩემმაც იმისთანა დღე დამაყარა, მტერს.
- ესე იგი, ისეთი კაციც არსებობდა, რომელმაც თავად ბერიას "დააწერა" ქალი.
- ეგ ამბავი ბიძაჩემის რისხვად და მოსკოვში რესტორან "არაგვში" "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" გაგზავნად დამიჯდა. მერე სტალინიც მოკლეს და ბერიას შევიწროებაც დაიწყო.
დახვრეტამდე მას ბევრი მოსამსახურე მოაშორეს. ძალიან მოტყუვდა, რომ სიკვდილის წინ გერმანიაში მყოფი უკან დაბრუნდა. არადა, იოლად არ ტყუვდებოდა. ბერიას ვაჟი, სერგოც აიძულეს, რომ დედის გვარზე გადასულიყო. მისი დახვრეტა არავის აწყობდა, სერგო გეგჭკორი მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორი იყო. და კიდევ, მამისგან განსხვავებით, მას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა და ქალის ერთგულებაც იცოდა. შინამოსამსახურეებს არაფერი დაემალებათ, ბერიას ყველა მოსამსახურე ამბობდა, სერგოს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა უყვარდა, მაგრამ საქმე ვიღაცამ ჩაუშალაო. ვფიქრობ, სვეტლანასაც ამიტომ აერია გზა.
სერგომ ცოლად მაქსიმ გორკის შვილიშვილი შეირთო, რომელმაც სერგო სამი შვილით მამამისის დახვრეტის დღესვე მიატოვა და ვიღაცას გაეკიდა. გოგონები სერგოს დედამ გაზარდა. იხილეთ სრულად