მამამისი მარკო ფერანი დანტისტი, ხოლო დედა მარინა დი გუარდო მწერალია. იგი წარმოშობით სიცილიელია და იტალიის ჩრდილოეთით დაიბადა. კიარას ჰყავს ორი უმცროსი და - ფრანჩესკა და ვალენტინა.
მისი თავდაპირველი წარმატებები ყველას როდი მოეწონა, რაც კიარას ანტიფანატების გამოჩენით
შეთქმულება იყო, თუმცა, მთლად სიმართლეს მოკლებული არ გახლდათ.
რიკარდო პოცოლი დიპლომირებული მარკეტოლოგია, ისინი ერთად სწავლობდნენ მილანის ბოკონის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პოცოლიმ სწორად შეაფასა მეგობრის ენერგიულობა, გარეგნობა და მასთან ერთად ლომბარდიის ქუჩებში ფოტოაპარტით დაიწყო სიარული, კიარას მიუ მიუს ფეხსაცმელებსა და გარდერობისთვის სხვა აუცილებელ ნივთებს ჩუქნიდა და აცმევდა, მერე კი ფოტოებს უღებდა.
რიჩი მართლა ბევრ რამეში დამეხმარა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს თანამშრომლობაზე, განსაზღვრავდა ფასებს, რომელ მარკას რამდენი უნდა გადაეხადა... მე შემოქმედებითი პერსონა ვარ, ის კი გენიალური ბიზნესმენია, ასე რომ, ჩვენგან კარგი დუეტი გამოვიდა, დღესაც აცხადებს კიარა. განაგრძეთ კითხვა: