24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ნია
ჩემს ბავშვობაში ელენე, სალომე და ლიზა იყო უსაშინელესი, ბებრული სახელები, მაგრამ ახლა მოდაშია, ასევე ლუკაზე ვკვდებოდით სიცილით, მაგრამ ლამზირა არა მგონია როდესმე კარგი სახელი იყოს
22:07 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
დათანხმდი! გაახარე! უთხარი რომ ეს დიდი პატივია შენთვის! ბავშვი რომ დაიბადება დაარქვი ის, რაც გინდა და უთხარი რომ ახლა ასეთ ხასიათზე ხარ და ასე გსურს! რას იშლი ნერვებს?
21:32 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ახლა, რომ ლამზირა დაარქვა, ეს ნიშნავს მთელი ცხოვრება თავის ჭკუაზე გატაროს და არც ჩანს დედამთილი ისეთი ჭკვიანი, მას ქონდეს ჰეგემონია! ქმარი კი ვერ ყოფილა თავის სიმაღლეზე!
21:21 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
არავითარ შემთხვევაში არ დაუჯერო არავის რაც შენ გინდა ის დაარქვი.დედამთილს ვინ ეკითხება ბავშვის სახელის დარქმევას.ქოფაკი დედაბერი ეს როგორ გაკადრა.შენმა ქმარმა დააყენოს თავის ადგილზე თუ არადა ისეთი ქმარიც არ გჭირდება არაპერში.
21:16 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეას
რომ ეუბნები ამ სახელის შერცხვებაო, არავინ იცის ის გოგო რომ გაიზრდება მოდაში რა სახელი იქნება, ჩემს დროს ტეკლა იყო უპაზორესი სახელი, ბიჭი რომ ამეკიდებოდა რა გქვიაო, ვეკაიფებოდი ტეკლა ტქო და ახლა კი იციტ რა მოდაშია ეს სახელი ჩემმა საამაყო გვარის გამგრძელებელმმაც მის ქალიშვილს ზუსტდა ტეკლა დაარქვა, ცუდად შევიქმენი კი ღამ :) ასე რომ არავინ იციტ რა იქნება 20 წლ მერე, ლიზი კო ჩემს დროს რა პაზორნი სახლი იყო და ახლა ლიზი უმაგრესი სახელია
20:31 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ნადვილი წინააღმდეგობა და უბედურება ვისაც არ გამოუცდია იმან შეიძლება ჩათვალოს რომ ლამზირას დარქმევა არ დარქმევა სერიოზული პრობლემაა! მეუღლის ნერვებს გაუფთხილდი და იმ დედამთილ მამამთილს პაპას აქვს ცხონება!!! ეს ყოველივე საკუთარი თავის და მომავალი ქალიშვილის ბედნიერების საწინდარია! გთოვთ ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებთ!
20:29 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ნუ აგულიანებტ ამ გოგოს, არ იციტ ეს საქარტველოა და 1 სიტყვაზე ოჯახები ინგრევა! გინდა ეს ოჯახი დაანგრიო? მე შენ გეტყვი და ახლა ცოლს ვერ მოიყვასნ, საწყალმა ქალებმა იკიტხობ, ტყორემ კი იციტ ბიჭები რა უცბად შოულობენ ქალებს, დაარქვი ლამზირა შენც, არც პირველი ხარ არც უკანასკნელი, ცემს ირგვილი ასეტო რამდენია მამატილ დედამტილის სახელი რომ ქვია მარა იმას ეძახიან რაც ტავად უნდატ, უამრავია! ლამის ყოველი მეორე ეგრეა, მაგის გულოსტვის ნუ აირევ ოჯახსვ, ტორემ მერე მომიგონებ, ზალიან ზნელია საქარტველოში ოჯახის შენარჩუნება, მტავარი გატხოვება არაა და დედამტილის წინააღდეგ წადიო, რა ადვილია სხვაზე ლაპარაკი, სენ რომ გაუბედირდები ესენი დაგემხრაებიან?! გაუფრტხილიდ ბებდიერებას, უბრალო რამეზე ნუ დაკარგავ, მიეცი იმ ქალის სახელი, მაგის გულოსტვის ნუ მოიძულებ, იმან ბავშვი უნდა გაგიზრადოს ხო ტუ მასტნა აპირებტ ტუ არადა ქმარი ტუ ჭკუაზე დაგყვება წადი და გინდ ლამზირა დარქვი და გინდ იამზე, ლოლ
20:26 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა უბედურებაა, პირველი ღამის ანგარიშიც ჩააბარა ქმარმა ალბათ დედამისს, გადაჭერით ეს ჭიპლარი ბიჭებო სირცხვილია კაცები ხართ უკვე
19:41 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ამ ბავშვს შენ აჩენ,შენ ხარ დედა და ამიტომ შენი პირდაპირი უფლებაა მისი სახელის შერჩევა.ერთადერთი მეუღლის აზრი შეგიძლია გაითვალისწინო,ისიც იმიტომ,რომ გიყვარს და მამაა.არც დედამთილს და არც არავის დაუჯერო და დაეთანხმო.ეხლავე დადექი შენს აზრზე და იდეებზე მყარად,თორემ თუ ერთხელ მოგერია,სიცოცხლის ბოლომდე ასე ჩაერევა შენს საქმეებში და ცხოვრებას გაგიმწარებს.იბრძოლე შენი შვილისთვის,რომელსაც ნამდვილად შერცხვება ამ სახელის გამო,რადგან მოდას თავისი მიაქვს და მოაქვს...
18:51 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ლამზირა არა მგონია მართლმადიდებული სახელი იყოს და უტხარიტ რომ ნათლობისას მაინც შეუცვლიდნენ და ლიზი დაარქვით ახლოს არის ლამზირასთან ისე რა სისულელა სახელზე დავა?
18:13 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS