24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
მზია
იძახი რომ ამ ორსულ გოგოს მანერვიულებენო,ხოდა შვილო სენ თავს შენ მაინც გაუფრთხილდი და ნუ ინერვიულებ ეს ორსული გოგო,მთავარია ბავშვი ჯანმრტელი დაიბადოს და სასხელო გაიზარდოს,იქნებ ისეთი ქალი დადგეს მაგის ხათრით მერე უცხოებიც კი ლამზირას არქმევდნენ თავიანთ შვილებს,ვერ გამიგია რაზე იშლიან შენ ნერვებს და ან შენ ქმარს რაზე ანერვიულებ,მეტი საქმე და სანერვიულო არაფერი გაქვს??? შენი დედამთილი რომ დალაგებული არ არის ფაქტია,მაგრამ რაღავც არც შენ უნდა მთლად კარგად......
03:48 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ხახახა, ლამზირა... ვაფშე რას იშლი ნერვებს, ნუ უპასუხებ საერთოდ, ილაპარაკოს შენმა ცაკცაკა დედამთილმა, შენ რაც გინდა ის დაარქვი, სახლიდან ხომ არ გაგაგდებენ მაგის გამო და თუ გაგაგდეს ესე იგი არ ღირებულა მათთან ერთად ცხოვრება. და ისე შენი ქმარი რას იწონის ოჯახში
02:56 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Qეტი
ჩEმო კარგო,საშობიაროში რომ გააჩენ ბავშვს, როცა უკვე შეძლებ სიარულს,მაშინვე ექთანს უთხარი რომ გინდა იმ ადამიანის Nახვა რომელიც,საბუტებს ავსებს და აგზავნის ბავშვის მონაცემებს...ანუ Dაბადების Mოწმობას რომ ეძახიან რააა.და ის ადამიანი გააფრთXილე,თუ ცოტა სიტამამეს გამოიჩEნ შენტვიტონვე შEAვსე და ჩ აწერე Iს სახელი რომელიც Gინდა...ქმარი დაარწმუნე რომ სასწრაფოთ უნდა სჰეგევსო თორე მერე Gვიან იქნებოდათQო
01:10 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მთავარია ჯერ მსვიდობით იმშობიარო და მერე შენს სამშობიაროში ყოფნისას, შენგან უჩუმრად აარ დაარქვან ეგ სახელი. ასე იციან, სარგებლობენ დედების არ ყოფნით და რაღაც სისულელეებს არქმევენ ბავშვებს
01:02 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რა სისულელეა დედამთილი შუაზე რო გახეულიყო ბავშვს ლამზირას არ დავარქმევდი.მე 6 თვის ორსული ვარ და თავიდანვე ვთქვი ბავშვს ლილეს ვარქმევ მეთქი,არ მოეწონათ მაგრამ მე ასე მინდა! რაც თავს დაუხრი უფრო გადაგივლიან.არ დაარქვა ლამზირა არ გაგიჯდე იცოდე,ბავშვს შენ აჩენ და სახელიც შენ უნდა დაარქვა!
00:00 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
პორკე
23:43 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ახლა გეტყვიატ, ჩემი ძმა რომ დაიბადა დედიკოს რატის დარქმევა უნდოდა რადგან ძალიან მოსწონდა,თუმცა გადარეულა პაპაჩემი ჩემი სახელი უნდა დაარქვათო,1 თვე არ არქმევდა დედა სახელს, თუმცა იმ დონემდე მიიყვანეს ძალით დაარქმევინეს ის სახელი რომელიც არ მოსწონდა, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი თავის სიმაღლეზე იდგა.ამიტომ შემორჩა ჩემს ძამიკოს სახელი ანზორი და დღესაც არ ულევს მშობლებს საყვედურს...
23:08 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დამშვიდდი ჩემო კარგო,მესმის რომ ძალიან ძნელია ტუმცა ქმარი არ დგას თავის სიმაღლეზე...შენ ნუგარ ჩაერევი,შენი ქმარი მისი შვილია და მან უნდა უთხრას რომ არ გინდათ და ამ სახელს არ დაარქმევთ.თუ გაგიჯდა და გადაირია ეს ოხერი ქალი ჩაწერეთ საბუთებში რაც უნდა და ისე რაც გსურთ ის დაუძახეთ, თუმცა ვერ ვხვდები რატომ არსებობენ ასეთი იდიოტები...
23:03 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალისტრახო
ძველი ნათქვამია - "სახელი,პატრონმა უნდა დაამშვენოსო." მთავარია ბავშვი ღირსეულად გაზარდო.
22:45 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თქვენც ადექით და პირდაპირ ლელი დაარქვით. თვითონ თუ უნდა ლამზირა დაუძახოს. რაღაც ორივემ დათმეთ. ისიც უთხარით რომ ცუდის მანიშნებელია ერთ ჭერქვეშ ორი ერთნაირი ადამიანის ცხოვრება. რაღაც არ გამიგონია ეს ამბავი მაგრამ რაღაც მოიფიქრეთ თორემ ხომ ხედავთ დაგენგრათ ოჯახი. :DDDDDDD ბოლოს რა თქმა უნდა დანგრევაზე ვიხუმრე. სხვა ყველაფერი სერიოზულია.
22:44 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS