24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ჰმ
არც დაუძალებია,მაგრამ დედამთილისათვის რომ დამეჯერებინა ,ახლა ჩემ შვილს ენძელა ერქმეოდა.
17:38 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ მიკვირს მე დედამტილის დის დაჯინებიტ დამარკმეინეს მაზლის სახელი რომელიც არაფრიტ არ იმსახურებს ამ პრივილეგიას და ისედაც დანგრევისაკენ გადახრილ ოჯახს უარესად მისცა გასაქანი ახლა სჰვილს ნატლობის სახელს ვედახი და მარტოც ვზრდი მაგრამ არასოდეს ვინანებ
17:35 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
პიროვნება ქმნის სახელს..თუკარგად აღზრდილი შვილი გეყოლება,სახელი ვერ დაამცირებს..
17:28 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
უთხარი რომ სიზმარში ნახე თეთრწვერა კაცი, რომელმაც გითხრა რომ თუ გინდა ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს ეს სახელი დაარქვიო (ნუ რა სახელიც მოგწონს, მაგალითად მარიამი) :D
16:32 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ცჰემი გამოცდილებიდან ვამბობ,არ ინერვიულო არაფერზე,რაც სჰენ და სჰენს მეუგლეს გსურტ ის დაარქვიტ,მეუგლემაც გამოიგვიზოს ცოტა ტორემ ბოლომდე დედამტილის გავლენის ქვესჰ დარცჰებიტ და ტკვენს ცხოვრებასჰი პრობლემებს დასასრული არ ეკნება.ცარმატებები
14:01 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ტავის დროზე მე და მეუგლემ მაზლის იზულებიტ დავარკვიტ გარდაცვლილი დედამტილის სახელი,მაგრამ არავინ ეზახის მას ,მაყვალას'.მას ყველა იცნობს იმ სახელიტ რაც მე მინდოდა დამერკმევინა.ეხლა კი ტიტონაც დიდი გოგოა და სჰეიცვლის დაბადების მოცმობას.
13:59 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
ქალბატონო მზია, რატომ კადრულობთ შეურაცყოფას გოგონას მიმართ?! ლამზირას ხათრით არავის დაარქმევენ და ჯობია თქვენს "დალაგებულ" თავს მიხედოთ!.. არ დაუშვათ, რომ შვილს დედამთილის "ბლატნოი" ხასიათის გამო, მთელი ცხოვრება ლამზირა ეძახონ (შესაძლოა კლასელებმა დასცინონ ხოლმე). გაითვალისწინეთ, გთხოვთ, აუხსენით მეუღლესაც და თუ ვერ გააგებინებთ, მაგასაც აწყენინეთ და უთხარით, რომ თავის სიმღლეზე არ დგას
13:48 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ბავშვს რაც შენ მოგწონს ის უნდა დაარქვა,ჯერ მარტო რომ გაიზრდება რამდენს გისაყვედურებთ ლამზორა რატომ დამარქვოთო
13:30 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიია
მზია აშკარად დედამტილია და მიტომ ცერს ასე ,ბავშვს დედა უნდა არქმევდეს სახელს და არა ბებია
10:03 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გობოტა
გოგოსთვის ლამზირას დარქმევას ჯობს ჯონდი ან მურაზა დაარქვა!
09:18 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS