24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ქრისტინე
და კიდე ერთიც პატარა რჩევა, ქმარს ნუ დაურეკავ ტირილით იმის გამო რომ შენი დედამთილი ვერაა,,, ის მაინც დედამისია და ბოლოს მაინც ყველა კაცი დედას სცემს პატივს, საქმეში ცოტა ქალური ეშმაკობა გარიე და ნუ ნერვიულობ :) გაუღიმე ყველას, გირყვარდეს ყველა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს ეცი პატივი!
21:03 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინე
უთხარი დავფიქრდებითქო დედამთილს რომ დაწყნარდეს,,, ქმარს კიდე შეუთანხმე რომ სხვა სახელს არქმევ და სამშობიაროში რაც გინდა ის ჩაუწერე დაბადების მოწმობაში. 9 თვე შენც მშვიდად იქნები და შენი ცოტა ტვინშერყეული დედამთილიც :)) თუ ქმარიც გააფრენს ადექი და საერთოდ შენი სახელი დაარქვი :) ვეღარავინ მოგედავება :)
20:59 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლანა
მეც მკონდა ანალოგიური მდგომარეობა გამიჰნდა გოგონა და დავარკვი დედამტილის სახელი მაგრამ ვინაიდან არც მე და არც ჰემს გოგონას არაპრად გვტვლიდნენ ერტ წელიწადსჰი გადავარკვი.
19:39 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდანა
ლამზირა არა,შუშანა დაარქვი:) ცოტა უხეშად მომივიდა და მაპატიეთ,მაგრამ მე ჩემს შვილს რას დავარქმევ,არაა ეს არავის საქმე.გოგონი,ნუ ნერვიულობ შემოგევლე.ახლა გჭირდება სიმშვიდე და სითბო შენი ოჯახის წევრებისაგან.ისინი კი ნერვებს გიშლიან? ხოდა შენც გააგებინე,რომ ხარ დედა და პიროვნება და დაარქვი ბავშვს რაც შენს გულს უნდა:) წარმატებები და ჯანმრთელობა მისურვებია მომავალო დედიკო:)
19:33 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა1
დარწმუნებული ხარ რო შენი ქმარი ან კაცია და ან ადამიანი საერთოდ? გეხვეწები სად გაიცანი, ზოოპარკში? ეგ მგონი კოალაა და გიმალავენ. რას ქვია სხვამ შეურჩიოს სახელი ბავშვს თუნდაც სულ მაგარი სახელი იყოს. შვილი შენია და შენ უნდა დაარქვა, შენ და იმ პანდამ კიდე სახლში რო გიზის. რაც შენი მამამთილია ჩვარი ის ეგ ყოფილა, ორი მუტრუკი ზის სახლში და ერთ ავღარკას ვერ აჩუმებენ. სხვა სახელი რო დაარქვა რას იზავს, გაგებუტება? დიდი ამბავი, მაგისთანა თუ არ დაგელაპარაკება ის ჯობია. თვითონ კიდე თუ ას ებლატავება თავისი სახელი, მანქანაზე აიღოს ნომერი და იგრიალოს აღმა დაღმა.
14:47 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
სახელს სამშობიაროშივე არქმევს დედა და დაარქვი შენ რაც გინდა. რას იზამს რო?
12:37 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია-დამიჯერე
ანალოგიური სიტუაცია მქონდა მეც.ჩემს დედამთილს უნდოდა დაერქმია მამამთილის სახელი ვალერი,ხოლო მე გიორგი მინდოდა.ბოლოს ავუხსენი,რომ ბავშვს საეერთოდ წმწნდანის სახელი უნდა ერქვას.მართლაც ასეა.დაარქვი რომელიმე წმინდანის სახელი,იგი მუდმივად დაიფარავს მას.ამას მოძღვარიც გეტყვის.ამით აირიდებ ოჯახში უსიამოვნებას.-
11:10 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარა
ლამზირა ანუ ლამზო )))))) ზოგი რა საშინელი დედამთილია, ულამაზესი სახელიც რომ ერქვას ასე ჯიბრში თუ ჩამიდგება მის სახელს მაინც არ დავარქმევ, აი ასე!!!!!!!!!!!!!!!
01:43 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათკა
აბორტით დაემუქრე!
22:58 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
აუუ იმიტომაა მთელი ცხოვრება რო ჩემ სახელზე ვდარდობ სინამდვილეში პირადობაში ეთერი მიწერია, ბებიაჩემი წაბრზანდა და ეთერი თავის სახელი ჩააწერინა .როცა დედაჩEმს ჩემთვის ეკატერინე უნდოდა დაერქმია მაგრამ ბებიამ ტავისი მაინც ვერ გაიტანა, და ყველა 23წელია ეკატერინეს მეძახის. თვითონ ბებიაც კიი ეკას მეძახის. ასე რომ არ გაატანინოთ თავისი თქვენ დედამთილებს
20:19 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS