24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ლითეა
ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები, იგივე სიტუაცია მქონდა მეც ორივე შვილზე, გოგონაზე გამიმართლა დედამთილს ნორმალური სახელი ერქვა, მაგრამ ვაჟზე არა, 6 თვე ბავშვს სახელს ვერ ვეძახდი, ძლივს დავუძახე სახელი.... ძალიან ძნელია...გირჩევ რაც შენ გინდა, ის სახელი დაარქვა
15:08 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათული
არ მესმის რატომაა სავალდებულო შვილს,რომელსაც მე ვატარებ მუცლით,მე ვწვალობ მის გაჩენაზე,სახელი მაინცდამაინც დედამთილისა ერქვას?დედამთილი ძალიან მიყვარს მაგრამ ორივეს გვესმის რომ მის სახელს შვილს არ დავარქმევ,სკჯობს ჯერ ქმართან გაარკვიო ყველაფერი და მერე ერთად დედამთილთან..(ჩემს მეუღლეს უნდოდა გოგონასთვის დედამისის სახელი დაერქმია,რომელიც არანაკლებია ლამზირაზე:)-იამზე და იას დავუძახებთო,მაგრამ მე ეს არ დავუშვი,ბოლოს და ბოლოს ხომ მაქვს უფლება ჩემ შვილს სახელი თავად შევურჩიო?ჰოდა თამარი დავარქვი..(სხვათაშორის დედამთილს სულაც არ უნდოდა იამზე დამერქმია ბავშვისთვის..)წარმატებები:*
14:19 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.....
მისმინეთ საკუთარი გამოცდილებით გეტყვით მაგრად თუ არა დადექით ვერც ქმარს გააგებინებ რამეს და ვერც დედამთილს შენი მოთმინებით , მე ისეთი ავუერთე ჩემს უმაგრეს და უსახელოვანეს დედამთილს ისწავლა აგერ უკვე 20 წელია, (აბა ერთი უბატონოდ გამცეს ხმა) სამუდამოდ ჭკუა. ქმარს არ უნდა უთხრაო რა არ უნდა უთხრა მხოლოდ თუ გათქმევინა და თუ ატყობ არ გათქმევინებს მცირე დოზებით მისი შეცდომები უნდა დაანახო თან ალაითო სიტუაცია ვითომ ეს კარგად გამოდის ვაფასებ...და ა.შ. დროდადრო ბრჭყალები უნდა გამოყო მერე ისევ უნდა იქცე მთვლემარე კატად ნახევრადმოხუჭული თვალებით
23:18 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
თუ დებილი არ ხარ ჩემი ბიძაშვილივით ჯერ შენს დედამთილს მოაკეტინე (მითუმეტეს მხარტდამჭერები გყოლია) არ მოგერიდოს და ისიც უთხარი თავზე რომ აზის მთელ ოჯახს და თავის ადგილიც მიუჩინე ბავშვი რომ გაჩნდება შენი ქმარი იმ სახელს დაარქმევს რაც შენ გინდა მთავარია უკან არ დაიხიო!!!!!!!!!!!!!!!!!!
23:11 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
ნეტა მეტი პრობლემა არ არსებობდეს ოჯახსი... არ გირს ამისტვის ოჯახსი უკმაყოპილება....
16:09 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
შვილი შენია და სახელსაც რასაც გინდა იმას დაარქმევ, დედამთილმა კი პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებას, თუ თავისი შვილი და მომავალი შვილიშვილი უყვარს.არ გეგონოსთ, რომ რძლის პოზიციიდან ვლაპარაკობ, მეც დედამთილი ვარ, კარგი სახელიც მქვია, მაგრამ რძალს რაც უნდოდა ის დაარქვა თავის შვილს-ბარბარე და ყველას მოგვწონს ეს გადაწყვეტილება.
11:35 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნამდვილად კარგი რჩევაა დედამთილს არ შეეპასუხო. ყველაფერი ქმართან უნდა მოგვარდეს. მართალია, ქართველ დედებს დიდი გავლენა აქვთ შვილებზე, მაგრამ რამენაირად უნდა შემოაბრუნო შენსკენ და გააგებინო, რომ თქვენი იჯახის საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ოჯახი, კი, ცოლი, ქმარი და მერე უკვე შვილებია. ჩემ ოჯახში ცოტა სხვანაირად იყო. დედამთილი ვითთომ არ ერეოდა, მაგრამ ჩემ ქმარს საუკეთესოდ ამუშავებდა. წელიწადნახევარი ვუყურე და ვეცადე ჩემსკენ შემომებრუნებინა. ან ჯიშია, ან მე დავაკელი, ან სიყვარული არ იყო საკმარისი, არ ვიცი, ვერ მოვერიე და შევეშვი. ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის სახელიც იყო. მე მგონია, რომ ეგეტი კაცები ვერ შეიცვლებიან. დედის პატივისცემას და სიყვარულს არავინ უშლის არავის, უბრალოდ ცოლს თავისი ადგილი უნდა ქონდეს და დედას თავისი. ეს ორივე ქალს უნდა ესმოდეს. რაც მთავარია, კი, კაცი ამას უნდა ხედავდეს და აკონტროლებდეს, "კურიცებმა" ერთანეთს ზედმეტი არ აკადრონ ან ჩუმი ომი არ გაუმართონ. ვიმეორებ, ბევრი კაცი სუსტია ეგეთ საკითხში, ასე რომ გაცლა სჯობს. ჩემი მოსაზრებაა, რომ ეგეთი კაცები არასდროს შეიცვლებიან. მე პირადად ვერც დედამისის სიკვდილს დაველოდებოდი და ვერც ილუზიას შევიქმნიდი, რომ შეიცვლებოდა რომელიმე. ბევრმა შეიძლება გამამტყუნოს, მაგრამ მე ბავშვს დაძაბულობაში და ისტერიკებში ვერ გავზრდი. და , ვთვლი, რომ პირველ რიგში ჯანმრთელი დედა ჩირდება ჩემ შვილს და უკვე მერე როლი შვილიდან ვერ გამოსული მამა ან ჩუმი გიჟი ბებია...
10:54 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქსენია
პირადათ მე სახელის დარქმევისთვის რომ არ შემდავებოდნენ დავარქვი ქმრის სახელი და პრობლემაც მოიხსნა
23:37 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნეტა რას ერევიან ეს დედამთIლები ოჯახურ საქმეებში,ნეტა ჩემი შვილები ცხოვრობდნენ სიყვარულით თავის ცოლებთან,სახელის დარქმევის გულისთვის ჩემს რძლებს როგორ გავაბრაძებ,მეც ხომ რძალი ვიყავი და კარგათ მექცეოდნენ,ყველამ თავისი ახალგაზრდობა უნდა გაიხსენოს
23:30 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთათო
ასეთი რამე მეც მქონდა ოჯახში. 2 კვირის მოყვანიი ვიყავი და დედამთილმა დაბრონა თავისი სახელი-გოგო რომ შეგეძინება, ნელი ხომ უნდა დაარქვაო, მკითხა. არაა, რატომ უნდა დავარქვა მეთქი!!! არ ელოდებოდა და შეკრთა. ჩემს გაჩენილ შვილს მე რასაც მინდა იმას დავარქმევ მეთქი. კაი, შვილოო, და მორჩა ამაზე საუბარი, ვოტ ტაკ!
22:27 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS