24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ნინო
მეც "ლამზირა" დედამთილის საპატივცემულოდ ლიზი დავარქვი ბავშვს :) :) ისიც კმაყოფილია და მეც :D
13:34 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მაგაზე რა თავს უკლავ შენც უტხარი დავარქმევთქო და მიახლოებიტი სახელი დაარქვი და ის დაუზახე.
11:42 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ablabuda
კანონით დედა არქმევს ეხლა შვილს სახელს დაჟე ქმარიც კი ვერ დაუძახებს და რა განერვიულებს, დედამთილს ვინ ეკითხება შენ რაც გინდა ის დაარქვი :D :D
21:47 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
რა სისულელეზე ნერვიულობ უტხარი კაი ლამზირას დავაპქმევტქო და სჰენ რაც გინდა ის დაარქვი
17:47 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
უთხარი რომ ლამზირა კარგი სახელია მაგრამ თაობებთან ერთად სახელებიც იცვლება და ეხლა სულ სხვა სახელებს არქმევენ ბავშვებს. მშვიდად დაელაპარაკე და იქნებ გაგიგოს.
12:39 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ბავშვი შენია და სახელიც შენ დაარქვი დედამთილს რატო ეკითხები? შენი შვილი არ გეცოდება?
12:36 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰა
ნუ დადრდობ, უთხარი კარგი ქალბატონო დავარქვათთქო მაგრამ როცა დაიბადება დაარქვიისრ აც გინდა, მეე სახლეს ხო ვეღარ გადაუკეთებს, ქმარი გააფრთხლე წინასწარ რომ თქვენი ნებარვის გარეშე არ ცაწერონ მოწმობაში
00:40 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიტა
მეც მეშვიდე თვეში ვარ, ბიჭი მყავს. ჩემ მამამთილსაც ვატყობ რო გული წყდება ერთი-ორჯერ მიგვანიშნა კიდეც არადა გაცილებით უარესი სახელი ქვია დამიჯერე ვიდრე ლამზირაა :D მისთვის არაფერი მითქვამს უბრალოდ გავუღიმე და ვსიო. მერე ჩემ ქმართან გავარკვიე დაშენ რაც გინდა ის დაარქვიო ან ერთად მოვიფიქროთო. თან წმინდანის სახელი გვინდა . ემზარი კიდე წმინდანის სახელი არაა :D და კიდე არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულო. შენს მდგომარეობაში არ შეიძლება, ყველაზე მთავარი ესაა იცოდე.
09:56 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი:)
aravitar shemtxvevashi ar darkva eg saxeli tore bavshvi rom gaizrdeba gisayvedurebs aravis ar daujero tore inaneb da rac shen ginda is daarkvi bavshvs.dedamtilis saxels rom daarkmev dedas ar dawydeba guli?ese ar sheidzleba
22:24 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიტა
ვაიმე მე გეტყვი რაც უნდა ქნა, თქვი რო ვითომ დაგესიზმრა ბავშვს რაც შენ გინდა ის სახელი უნდა დაარქვა. თუ ესეთი ტყუილის თქმა არგინდა მიზეზად ის მოიყვანე რო ლამზირა არაა ეკლესიური სახელი და ბავშვს გინდა რომელიმე წმინდანის სხელი ერქვას
20:16 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS