24 მაისი, 2013
დედამთილი შვილისთვის ლამზირას დარქმევას მაძალებს
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. 
ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ აირია, როდესაც ოთხი თვის ორსულს მითხრეს, რომ გოგონა გამიჩნდებოდა. სახლში გახარებული დავბრუნდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე და ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა, რომ კაცები ბიჭებზე არიან გადარეულები, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

იმ საღამოს მამამთილი გამეხუმრა, კი მიხარია,
მაგრამ ბავშვი მეცოდება, რომ შენი დედამთილის სახელი ლამზირა ერქმევაო. სიცილით ვუთხარი, რა დააშავა, უამრავი ლამაზი სახელია და მე მგონი, დედას არ ეწყინება, ლამზირას თუ არ დავარქმევ-მეთქი. თან დედამთილს გადავხედე, რომელიც ჩაის მიირთმევდა.

მეორე დილას სამზარეულოში მარტო გამომიჭირა და საკმაოდ აგრესიულად მითხრა, რომ შვილიშვილს მისი სახელი უნდა ერქვას და სულაც არ არის ლამზირა ცუდი სახელი. ხმა არ გამიცია, ტირილით მეუღლეს დავურეკე და ვთხოვე დედამისს დალაპარაკებოდა. ამას ჰქვია, ბავშვი არ დაბადებულიყო და სახელს არქმევდნენო, რადგან იმ დღის შემდეგ სახლში ყველაფერი აირია.

დედამთილის წინააღმდეგ ვერავინ მიდის, მაგრამ ვხედავ, რომ მეუღლესა და მამამთილს საშინლად არ უნდათ ბავშვს ლამზირა დავარქვა. მეუღლემ მითხრა, არა უშავს, დავარქვათ და შემდეგ ლელი დავუძახოთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არადა, სახლშიც ეს დაძაბულობა მკლავს. არ მესმის, რამდენად ნორმალურია, ფეხმძიმე გოგოს რომ ამდენს მანერვიულებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
მანანა
დედამ რომელმაც ცხრა თვე მუცლით უნდა ატაროს შვილი,მას უფლება აქვს შვილს დაარქვას სახელი,ამიტომ ნურავინ ჩაერევა.ბებია კი უფლის მადლობელი იყოს ამ დიდი საჩუქრისთვის.
15:04 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
თუ შენს მეუღლესაც არ უნდა რო დაარქვათ ლამზირა მაშინ დედამთილი ვერაფერს იზამს. მეუღლე იტყვის სახელს ხელს მოაწერთიმ პურცელს და ვსო
13:19 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლამზირა ჩაკვეტაძე
რას ერჩით ამ სახელს...ჩემი აზრით ლამაზი სახელია..შინაარსითაც კარგია.იგი ღვთის მშობლის ფუნქციას იწოვს სვანური ლამარიას მემკვიდრეა....რას არ მეძახიან..ზოგი ლამოს,ზოგი ზირას..მე ლამზირა მირჩევნია.ვიხალისე თქვენს ნერვიულობაზე))
22:38 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
დაბადების მოწმობაში თქვენი შერჩეული სახელი ჩაუწერეთ, სახლში ლამზირა დაუძახე :D
22:23 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
xatia
Mokled ra adamians ar naxav,me rom gavtxovdi erti bichi iyo chemi qmari zma ar yavda da arc aravis utkvams dedamtilis saxeli daarqvio.rom gavige orsulad viyavi da tanac gogos velodevidi dedamtilmac da mamamtilmac mitxres sheni dis saxrli daarqvio,romelic erti wlis ukan damegupa,dges chem gogonas natia hqvia da yvela gaxarebulia chemi gogoti.
19:47 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS