08 აპრილი, 2019
როგორი ურთიერთობა აქვს მარინა კახიანს ქმრის შვილთან და რატომ დაინგრა ლია კაპანაძის ოჯახი
ის საქ­მეს დღე­საც ბევრ ახალ­გაზ­რდა­ზე უფრო დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბა. ყო­ველ­გვა­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შეც გა­რეგ­ნუ­ლად მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლებს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი... გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მსა­ხი­ობ ლია კა­პა­ნა­ძეს­თან:

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი რა ასაკ­ში გა­ა­კე­თეთ?

- ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ფილ­მებ­მა - "არ­სე­ნამ", "და­რი­კომ", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ" მო­ახ­დი­ნა... მაგ­რამ დიდი გავ­ლე­ნა მა­ინც ფილმმა - "ბუ­რა­ტი­ნოს თავ­გა­და­სა­ვალ­მა" იქო­ნია. ბუ­რა­ტი­ნო­სა­ვით თხე­ლი და გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი.

სახ­ლში ამ პერ­სო­ნა­ჟის იმი­ტა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე, რაც ყვე­ლას მოს­წონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით
6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, კი­ნოს­ტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ონ­თან რომ მოვ­ხვდი. რა­ღაც ფილ­მს იღებ­დნენ. მა­შინ ჩა­ვი­ფიქ­რე, ფილმში, ამ ად­გი­ლას მეც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­მი­ღე­ბენ-მეთ­ქი. მარ­თლაც, გა­ვი­და წლე­ბი და ზუს­ტად იმ პა­ვი­ლი­ონ­ში ფილ­მის სინ­ჯებ­ზე და­მი­ბა­რეს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

Rating

- სკო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- სკო­ლა­ში ხში­რად აწყობ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მაგ­რამ იქ არას­დროს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. სა­ოც­რად მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სცე­ნა­ზე მსა­ხი­ო­ბებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, მე ამას ვერ შევ­ძლებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­ში არ­ტის­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო... და სა­ბო­ლო­ოდ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც. ალ­ბათ სხვა­გან ვერც შევ­ძლებ­დი სწავ­ლას. მამა და დე­ი­და ექი­მე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ექი­მო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ერ­თა­დერ­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა, რა­საც მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვე­უფ­ლე­ბო­დი, ფსი­ქო­ლო­გო­ბა გახ­ლავთ. ისე, მსა­ხი­ო­ბი ფსი­ქო­ლო­გიც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სიღ­რმე­ებს ვწვდე­ბით...

- ახლა იქ­ნებ, ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნოთ, რო­დე­საც შე­გიყ­ვარ­დათ... იმ ადა­მი­ა­ნის­გან შვი­ლი გყავთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ტომ დას­რულ­და? ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ ეს თქვე­ნი ბრა­ლია?

- რე­ჟი­სორ გია მა­ტა­რა­ძეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით დავ­შორ­დი. სა­კუ­თა­რი ბედი თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტე... ერთხე­ლაც გიამ მი­თხრა: თუ გინ­და, ცო­ლად მო­გიყ­ვა­ნო და ეს ნათ­ქვა­მი ვერ ვა­პა­ტიე... ალ­ბათ, ბევრ ქალს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ ჩა­უყ­ლა­პავს. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ მე ამას არ გა­ვა­კე­თებ­დი. ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, მას რომ დავ­შორ­დი. იმ რთუ­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა გვერ­დით მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, მე­გობ­რებ­მა გა­მი­ად­ვი­ლეს... რაკი გიას ცო­ლო­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ არ მიყ­ვარ­და. მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ასეთ ლაფ­სუსს სწო­რედ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი! თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია და მი­პა­ტი­ე­ბია კი­დეც... თუ და­მი­ჯე­რებთ, არას­დროს არა­ვის­თან მი­ჩხუ­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის გული არა­ერ­თხელ უტ­კე­ნი­ათ. თუმ­ცა, გვერ­დით მა­ინც ყო­ველ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ - ისე, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ოჯა­ხის წევ­რიც კი მე­გო­ნა... იოლი ნამ­დვი­ლად არ იყო ბავ­შვთან და მო­ხუც დე­დას­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩე­ნა. თან, ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 35 მა­ნე­თი მქონ­და... მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­დავ­დგი.

- ბა­ტო­ნი გია შვილ­თან თუ ურ­თი­ერ­თობ­და?

- ის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე პა­ტივს მცემ­და. ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. გიამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბი მე­უღ­ლეს­თან - მა­რი­ნა კა­ხი­ან­თან და ჩემს ქე­თის­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. მა­რი­ნა ჩემს შვილს დიდ პა­ტივს სცემს. ქე­თი­საც თა­ვი­სი ძმა - ვატო ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მა­რი­ნა არ ყო­ფი­ლა...



- ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ თქვენ და მსა­ხი­ობ დოდო აბა­ში­ძეს რო­მა­ნი გქონ­დათ. ხში­რად გით­ქვამთ, რომ ის ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დათ. თუ გა­იხ­სე­ნებთ მას­თან შეხ­ვედ­რის პირ­ველ დღეს?

- პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მის­თვის, ისე, რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის არც კი შე­მი­ხე­დავს... ის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა "მაცი ხვი­ტი­ას" გა­და­ღე­ბებ­ზე მოხ­და. მა­შინ არც კი დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვართ ერ­თმა­ნეთს... დოდო ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი მო­უ­ბა­რი, რომ გარ­შე­მო მუდ­მი­ვად აუ­დი­ტო­რი­ას იკ­რებ­და ხოლ­მე... მახ­სოვს, გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, სა­მეგ­რე­ლო­ში დაგვპა­ტი­ჟეს, იმ სუფ­რა­ზე თა­მა­და სწო­რედ დოდო იყო.

სტუმ­რად გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან წა­ვე­დით, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, სუფ­რი­დან მალე გა­მო­ვი­პა­რე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ დო­დოს თა­მა­დო­ბა რომ ვნა­ხე, წა­მოს­ვლა აღარ მო­მინ­და... ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვი­ყა­ვით... ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის უკ­ვირ­და. მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ჩნევ­დნენ, რომ დოდო ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი გახ­და, მაგ­რამ შეც­დო­მა არც მას ვა­პა­ტიე! სიყ­ვა­რულ­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა რამ მო­ი­ტყუო, მაგ­რამ თა­მაშს ვერ ვი­ტან! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS