1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში დატრიალებული ტრაგედია, მართლაც რომ მეხის გავარდნას ჰგავდა. მომხდარმა შეძრა მთელი ქვეყანა.
ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ.
თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.
თამაზ ნამგალაურს საკუთარი ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს სწორედ იმ დღეს,
თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი...
არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა, რაც არ შედგა.