04 აპრილი, 2019
რა სახის პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ ქართველი "კანონიერი ქურდები"
"ნანუკას შოუს" დღევანდელი გადაცემის სტუმარი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია იყო. ციცინო თბილისში სპეციალურად ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემისთვის ჩამოფრინდა.

ტელეწამყვანის თქმით, ციცინო შურღაიამ ე.წ. კანონიერ ქურდს პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა, კერძოდ სახე შეუცვალა, თუმცა, ექიმმა ეს ინფორმაცია უარყო.

""კანონიერი ქურდისთვის", რომელსაც ეძებდნენ, სახე არ გადამიკეთებია. თუმცა, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც დამირეკეს, ერთ-ერთ ბინაში მივედი, სადაც დამხვდა ყურმოჭრილი ადამიანი, თურმე ყურს თუ მოგაჭრიან, ქურდი აღარ ხარ.

ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. მისი ყური დაკარგული იყო, სხვადასხვა ჭრილობები ჰქონდა და ყურს ხალხი
ეძებდა. ყურს ველოდებოდით, მაგრამ არ მოვიდა ყური. სამი დღე მორგში ვიარე ყურის შესარჩევად, შევარჩიე რომელიც მოუხდებოდა და გავაკეთე ოპერაცია. ერთ ავტორიტეტს თქმა გადავუნერგე.

ჩემთვის ყველა პაციენტი, პაციენტია. გამიკეთებია ადამიანისთვის ოპერაცია, რომელიც ყოფილა "პრისტუპნიცა". ქურდები ითხოვენ თითის ანაბეჭდების მოხსნას, ეს მოვიფიქრე როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ნამდვილად არ ავხსნი როგორ კეთდება", - განაცხადა მსოფლიოში აღიარებულმა პლასტიკურმა ქირურგმა გადაცემაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
sdfffff
ბებიათქვენებს მოუYევით თქვენ ეგ ტყუილები, მაგრამ ქურთი, თათარი, მეგრელი და სომეხი ნამდვილად ვერ იქნება ქურდი. დამწერლობაც კიარ აქვთ. ეგეც ჩვენი შექმნილია.
01:53 / 07-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS