თუმცა, პირველივე სასამართლო პროცესზე გრუზინსკებმა მუხრანელებისგან შემაგებელი ბრალდება მოისმინეს - დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ სასამართლო პროცესის წინ მედიასთან განაცხადა, რომ "ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი
ამის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი რეალურად თბილისელი ნოე სიხარულიძის ბიოლოგიური შვილია.
AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ იყო ნოე სიხარულიძე და ამის გასარკვევად მისი შთამომავლები მოძებნა. ნოე გლახუნას ძე სიხარულიძე ბიზნესმენი, მეცენატი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის წევრი იყო. მისი შვილიშვილი ტარიელ სიხარულიძე სიამოვნებით დათანხმდა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუს. ის პროფესიით კავკასიური და სლავური ენების სპეციალისტია და ათი წელია, თურქეთში ცხოვრობს და ლექციებს კითხულობს.
აი, რა გვიამბო ტარიელ სიხარულიძემ წინაპრის, ნოე სიხარულიძის შესახებ:
- ნოეს დიდი ქონება ჰქონდა, ლუდსახარში ქარხანა, ყინულის დამამზადებელი ქარხანა, ასანთის ფაბრიკა, სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ასევე საბურთალოს მამულების მფლობელი იყო, მამული ჰქონდა გურიაშიც და აგარაკი მწვანე კონცხზე. არასდროს ავიწყდებოდა, რომ სიხარულიძეა და ყველას ეხმარებოდა, არა მხოლოდ სიხარულიძეებს, სხვა გვარის შვილებსაც.
ბიზნესის პარალელურად, ნოემ ჩამოაყალიბა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. თავადაც უყვარდა სიმღერა და ალბათ ამან განაპირობა ანსამბლის შექმნა. ვიცი, რომ ძალიან ლამაზი და წარმოსადეგი კაცი იყო. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე, ოჯახის უმცროსი შვილი ვარ და სამწუხაროდ, ცოტა რამ მახსოვს ნოეს შესახებ... ცნობილია, რომ ის ხელმოკლე ოჯახებს ეხმარებოდა, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლაში.
- ალბათ გაეცანით დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებას, რომ ნუგზარ ბაგრატიონი რეალურად სიხარულიძეა და თითქოს ის ნოე სიხარულიძის შთამომავალია. რას იტყვით ამის შესახებ, თქვენ გსმენიათ რამე?
- ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. როგორც გითხარით, ნოე იყო ლამაზი კაცი და რამის გამორიცხვა შეუძლებელია... მე ვიცი ასეთი ინფორმაცია, რომ ის 1925 წელს საყვარლის გამო მოკლეს. კაცი, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ადამიანს, ამით დაკმაყოფილდება, თუმცა, ნოეს შემთხვევაში, გაგრძელდა შურისძიებები... ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაჩემს ყველაფერი წაართვეს და ათი წელი, ორი შვილით ხან ერთ ნათესავთან ცხოვრობდა, ხან მეორესთან. განაგრძეთ კითხვა: