28 მარტი, 2019
სამეფო სკანდალი უფრო შორს წავიდა - ნუგზარ ბაგრატიონი ილია ჭავჭავაძის უკანონო შვილის შვილიშვილია?
ქარ­თუ­ლი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი" აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს - ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ორი შტოს და­პი­რის­პი­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფენა ჩა­ით­რია. ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბმა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა და­ი­წყეს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სიმ­ბო­ლურ თან­ხას - 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გრუ­ზინ­სკებ­მა მუხ­რა­ნე­ლე­ბის­გან შე­მა­გე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა მო­ის­მი­ნეს - და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხე­ი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წინ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია და სან­დო წყა­რო­თი
ვიცი, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ ჩა­ა­ტა­რა დნმ კვლე­ვა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ის არის სი­ხა­რუ­ლი­ძე და იბ­რა­ლებს გვარს".



ამის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სე­ლი ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლია.


AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ იყო ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძე და ამის გა­სარ­კვე­ვად მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი მო­ძებ­ნა. ნოე გლა­ხუ­ნას ძე სი­ხა­რუ­ლი­ძე ბიზ­ნეს­მე­ნი, მე­ცე­ნა­ტი და ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იყო. მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ტა­რი­ელ სი­ხა­რუ­ლი­ძე სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უს. ის პრო­ფე­სი­ით კავ­კა­სი­უ­რი და სლა­ვუ­რი ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ათი წე­ლია, თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

აი, რა გვი­ამ­ბო ტა­რი­ელ სი­ხა­რუ­ლი­ძემ წი­ნაპ­რის, ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­სა­ხებ:

- ნოეს დიდი ქო­ნე­ბა ჰქონ­და, ლუდ­სა­ხარ­ში ქარ­ხა­ნა, ყი­ნუ­ლის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, ასან­თის ფაბ­რი­კა, სას­ტუმ­რო­ე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. ასე­ვე სა­ბურ­თა­ლოს მა­მუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, მა­მუ­ლი ჰქონ­და გუ­რი­ა­შიც და აგა­რა­კი მწვა­ნე კონ­ცხზე. არას­დროს ავი­წყდე­ბო­და, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა და ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, არა მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი­ძე­ებს, სხვა გვა­რის შვი­ლებ­საც.

ბიზ­ნე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნოემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლი. თა­ვა­დაც უყ­ვარ­და სიმ­ღე­რა და ალ­ბათ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ან­სამ­ბლის შექ­მნა. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და წარ­მო­სა­დე­გი კაცი იყო. უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და. მე, ოჯა­ხის უმ­ცრო­სი შვი­ლი ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა რამ მახ­სოვს ნოეს შე­სა­ხებ... ცნო­ბი­ლია, რომ ის ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბო­და, ხელს უწყობ­და ახალ­გაზ­რდებს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლა­ში.



- ალ­ბათ გა­ე­ცა­ნით და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი რე­ა­ლუ­რად სი­ხა­რუ­ლი­ძეა და თით­ქოს ის ნოე სი­ხა­რუ­ლი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლია. რას იტყვით ამის შე­სა­ხებ, თქვენ გსმე­ნი­ათ რამე?


- ეს ჩვენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია. რო­გორც გი­თხა­რით, ნოე იყო ლა­მა­ზი კაცი და რა­მის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია... მე ვიცი ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის 1925 წელს საყ­ვარ­ლის გამო მოკ­ლეს. კაცი, რო­მე­ლიც ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე კლავს ადა­მი­ანს, ამით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, თუმ­ცა, ნოეს შემ­თხვე­ვა­ში, გაგ­რძელ­და შუ­რის­ძი­ე­ბე­ბი... ბა­ბუ­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბე­ბი­ა­ჩემს ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს და ათი წელი, ორი შვი­ლით ხან ერთ ნა­თე­სავ­თან ცხოვ­რობ­და, ხან მე­ო­რეს­თან. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS