ხომეინის საფრანგეთიდან ირანში ჩასვლას მილიონობით ირანელი შეეგება. ვერავინ წარმოიდგენდა, მომავალში იმედის მომცემი ახალი მმართველი ქვეყანას სრულიად თუ ჩაკეტავდა. ხომეინის ისლამურმა რევოლუციამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ქალებზე. მათ
რევოლუციამდე ირანი საერო სახელმწიფო იყო. ქალებს გააჩნდათ უფლებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხომეინის მმართველობის დასაწყისში ყველაზე მეტად ქალები აქტიურობდნენ, მათ სჯეროდათ, რომ ახალი მმართველი კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვლიდა ქვეყნის კულტურას. თუმცა, ყველაფერი ამაოდ დასრულდა, ხომეინის დანიშვნიდან რამოდენიმე კვირაში ქალების უფლებების 85% გაუქმებულად გამოცხადდა, დაიწყო მცირე აქციები, თუმცა, მკაცრ რეჟიმს ვერაფერი ავნო, მოკლეს ძალიან ბევრი ქალი, ბევრიც დააპატიმრეს. შეშინებული ქალბატონები გარეთ ვეღარ ბედავდნენ გამოსვლას, იძულებულნი გახდნენ, დაეცვათ ახალი წეს-კანონები. როგორ გამოიყურებოდნენ რევოლუციამდე ირანელი ქალები: