13 მარტი, 2019
რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რითი გავს ის მონაკოს პრინცესას
საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს" ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება. ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კადიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.

Rating

აბიტურიენტობიდან გამოჩნდა მის ცხოვრებაში კინო და სწორედ კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის. პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია. ვერ გეტყვით, უოცნებია თუ არა ლეილა ყიფიანს, ბავშვობაში თითქმის ყველა
გოგონას საოცნებო კინოვარსკვლავობაზე ან ნამდვილ პრინცზე, მაგრამ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა..



რეზო ჩხეიძის საკულტო ფილმ "ღიმილის ბიჭებს" უკავშირდება ლეილა ყიფიანისა და ნუგზარ ბაგრატიონის გაცნობა. როგორც ყვებიან, ერთმანეთს ფილმის სინჯებზე შეხვდნენ და დამეგობრდნენ, თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონს ცხოვრებაში ლეილა არა ერთხელ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი სახლის წინ იყო ის სკოლა, სადაც მაშინ უკვე ვარსკვლავი ლეილა ყიფიანი სწავლობდა. ნუგზარიც ხშირად უყურებდა, როგორ ბრუნდებოდა, მშვენიერი გოგონა სკოლიდან სახლში წიგნებით დატვირთული, თუმცა, მაშინ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან. ფილმში კი ერთად ითამაშეს და პრემიერის შემდეგ მილოცვებსაც ერთად იღებდნენ. 3 წელი იყვნენ შეყვარებულები და საბოლოოდ, როგორც პრინცს და პრინცესას შეეფერება, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.

ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი ლენინგრადში

Rating

ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოეკრანებს. როგორც თავად ამბობს, მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, გათხოვების შემდეგაც ითამაშა რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმში, თუმცა, მას შემდეგ რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა.
თავად ამბობს:

" ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა, ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა. "

Rating



ლეილა ყიფიანი პროფესიით ბიოლოგია, მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლის დამთავრების შემდეგ დღემდე პროფესიით მუშაობს. კინოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია და მადლობელია ყველა იმ რეჟისორის, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი როლების განსახიერება ანდეს.

თუმცა, დღეს ლეილა ყიფიანი არ ცხოვრობს საჯარო ცხოვრებით, ნაკლებად იძლევა ინტერვიუებს და თითქმის არ ესწება ღონისძიებებს, სადაც მის კოლეგებს ნახავთ.

მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, შესაძლებელია, პარალელი გაავლოთ მსახიობ გრეის კელისთან, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ქალად მიიჩნევა.

Rating

ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, რომელიც ცოლად მონაკოს პრინც რენე მესამეს გაჰყვა, ყველასათვის საოცნებო კინო კარიერა გვერდით გადადო და ხელი მიჰყო პრინცესის ეგიდით საზოგადოებრივ საქმიანობას მონაკოში.


ალფრედ ჰიჩკოკის მცდელობის მიუხედავად, რომ კელის პრინცესობის პერიოდშიც ეთამაშა კინოში, შეუძლებელი აღმოჩნდა, პროექტი ჩაიშალა და კელიმაც სამუდამოდ ჩაიქნია ხელი მისი ცხოვრების მთავარ საქმეზე. გრეის კელი 1982 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ის დღევანდელი მონაკოს მმართველის, პრინც ალბერ მეორის დედაა.

Rating



ლეილა ყიფიანი დღეს ორი ქალიშვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაა. მისი შვილია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მისი და დავით ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟი გიორგი ბაგრატიონი საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება.

ლეილა ყიფიანი შვილიშვილის შესახებ ამბობს:
„სულ მეგონა, რომ რომელიმე შვილიშვილ გოგონას გამოჰყვებოდა ჩემი თვალები, მაგრამ არც ერთს არ გამოჰყვა. სამაგიეროდ, გიორგის აქვს ცისფერი თვალები,”.

ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი

Rating

მონაკოს კინოვარსკვლავი პრინცესა გრეის კელი ამერიკის კინოინსტიტუტმა კინოს 100 საუკეთესო ვარსკვლავთა შორის მე-13 ადგილზე დაასახელა, ხოლო ჟურნალმა "ვოგმა" 100 ყველა დროის ყველაზე ელეგანტურ ქალთა სიაში 1 ადგილი მიაკუთნა.

ლეილა ყიფიანი კი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება ქართულ კინოში, მან ერთგვარად გააგრძელა დიდი ქართველი კინოვარსკვლავების გზა და ეკრანზე ქართველი ქალის სრულყოფილად წარმოჩენას შეუწყო ხელი. უამრავი ადამიანი დღემდე ვერ მალავს ემოციებს მისი გმირის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე: " შენ კი გხედავ სოსოია, შენ გხედავ და მზეს.."

Rating



Rating


ზაურ მირიანაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ქართული პიარი
ლეილა ლამაზია, მაგრამ კელისთან შედარება რაღაა, ან რა საჭიროა
18:47 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
000
ეს ანა დედას არაფრით არ ჰგავს.
18:42 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
იო
ეგ უკვე ზედმეტია გრეის კელისთან შედარება
21:23 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ელენე
საინტერესო სტატიაა და თუ შეიძლება, მიაწერეთ სტატიის ავტორი
12:45 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
დალი
ძალიან კარგი მსახიობი იყო.შეეძლო კიდევ მრავალი როლი ეთამაშა.საწყენია მისი კინოდან წასვლა.ბედნიერებას ვუსურვებ.
03:34 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
lola
ულამაზესი ქალბატონი. გმადლობთ რომ მშვენიერი ხატიას შემდგომი ცხოვრება გააშუქეთ. ვუსურვებ წარმატებებს პირადად მას და მის ოჯახს
23:08 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
Аноним
სევდა მომერია რა არის ცხოვრება ლეილა ყიფიანი ნამდვილად კინოს მშვენება იყო რაც შეეხება გრეის კელის გული მწყდება რომ არც ამ ქალს და არც მის ულამაზეს ოჯახს საქართველოში არ იცნობენ გრეის კელი ავარიაში მოჰყვა მის უმშვენიერეს ქალიშვილთან ერთად რომელიც ყველა დროის ულამაზესი პრინცესაა
19:03 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ულამაზესია
16:37 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS