11 მარტი, 2019
"ჩვენ შეყვარებულ­ები ვიყავით და არა საყვარლები" - შორენა ბეგაშვილის ხმაურიანი აღიარება მეფესთან რომანის შესახებ
ქართული სამეფო კარის თამაშები არ სრულდება. ამჯერად დედოფალმა, ანა ბაგრატიონმა ყოფილ ქმარს მეფეს დავით ბაგრატიოს უჩივლა.

სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. დედოფალი მეფეს უჩივის, მეფე კი დედოფლის სამეფო წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს და დნმ-ის ტესტის ჩატარებას ითხოვს.

ანა ბაგრატიონმა და დავით ბაგრატიონმა წლების წინ იქორწინეს. ეს მათ პატრიარქის ნება-სურვილით გადაწყვიტეს.
თუმცა, ოჯახი მალე დაენგრათ და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამეფო ოჯახი შორენა ბეგაშვილისა და დავით ბაგრატიონის ლავ-სთორს შეეწირა.

მეფესთან ურთიერთობა, წლების წინ, "პრაიმ -ტაიმის" ინტერვიუში
შორენა ბეგაშვილმაც აღიარა.
გთავაზობთ შორენა ბეგაშვილის წლების წინანდელ აღიარებას.

შორენა „პრაიმტაიმთან“ ექს­კლუზიურად ყვება მეფესთან სიყვ­არულის ისტორიას და პირადი ცხოვრების დეტალებსაც გვიმხელს.

– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ, სადაც მეფესთნ სიყვარ­ულში გამხელდნენ, როგორ შე­იცვალა შენი ცხოვრება?

– არანაირად არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ვიყავი განადგ­ურებული.

– შორენა, ახლა რა ურთიერ­თობა გაქვს მეფესთან?


– არანაირი. ყველაფერი და­სრულდა, დღეს მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

– „პრაიმტაიმის“ გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს არ დაკონტ­აქტებიხართ?

– არა.

– არც მას შემდეგ, რაც ცოლს გაშორდა?

– არა, ჩემთვის რა მნიშვნელ­ობა აქვს, ცოლს გაშორდა თუ ის­ევ ერთად არიან? ჩემი სიყვარული დასრულდა და დაკონტაქტებას რა აზრი ჰქონდა.

– მაინც რამდენი ხანია, რაც მეფეს დაშორდი?

– შვიდი თვეა.

– ახლა ვის ხვდები?


– არავის, მეფის მერე პაემანიც კი აღარ მქონია.

– დავიჯერო, სექსიც არ გქ­ონია?

– არა და აქ დაუჯერებელი არ­აფერია…

– შორენა, შენ ერთ-ერთ ინტე­რვიუში თქვი, რომ მეფის საყვ­არელი არ ყოფილხარ, შეყვარებ­ულები ვიყავითო. რას ნიშნავს, შეყვარებულები იყავით? იქნებ ვრცლად მიპასუხო?

– მართლია, ჩვენ შეყვარებულ­ები ვიყავით და არა საყვარლები. სხვანაირად როგორ უნდა გითხრა?

– ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?


– არა, მაგაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი.

– ანუ, სექსის გარდა, სიყვარ­ულიც გაკავშირებდათ?

– (იცინის) რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, სიყვ­არულზე მეტი იყო და სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ.

– რას დაარქმევდი თქვენს ურთიერთობას?


– იცით, არ მინდა ამის გახს­ენება, რაც იყო, ყველამ იცის და ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

– ძალიან გიყვარდა?


– კი.

თქვენი დაშორების მიზეზი მარტო ბაგრატიონების ქორწინ­ება იყო? განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინო
საერთოდ არ ეტყობა რომ ჟურნალისტი სვამს კითხვებს არანაირი ეთიკა რა გასწავლეს იმ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაინტერესებს როგორ შეიძლება ასეთი უხერხული შეკითხვების დასმა მერე რა რომ შორენაა ეთიკური ნორმები ყველასთან უნდა დაიცვათ და საერთოდ პრესის ჟურნალისტები ხშირად არღვევენ ნორმებს და ამაზე არავინ ფიქრობს მაშინ როდესაც ტელევიზიის წამყვანებს ყველაფერზე უკირკიტებენ
15:26 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
იო
ორი ინტელექტუალი
21:25 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
შოკა,ანუ არ იმასგიშვრებოდა და მხოლოდ ერთმანეთი გიყვარდაათ?
12:10 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS