11 მარტი, 2019
"ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"
"ხატიას სოსოია ხომ ახსოვთ? ჰოდა, ესეც პატარა სიხარულია და კიდევ... იმედი"

"დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არც მჯერა, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და ის პერიოდიც მე გავიარე"!

"სად მიდიხარ, შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი", - ამბობს ნოდარ დუმბაძის სოსოია და თავის ხატიასთან
ერთად მიდის "უსასრულოდ ხელიხელჩაკიდებული". სოსოიას
ეკრანზე გამცოცხლებელი, უკვე 68 წლის გელა ჭიჭინაძე კი თავის ხატიას და სულ სხვა ცხოვრებას ირჩევს და დარწმუნებულია, თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, მაინც ამ შარაგზას გაივლის.


Rating
- თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრე კლასში ვსწავლობდი, ფილმ "მე ვხედავ მზის" გადაღებას რომ იწყებდნენ და მთავარი როლებისთვის ბავშვებს სკოლებში არჩევდნენ. იმხანად მე და მურმან ჯინორია პიონერთა სასახლის დრამწრეზე დავდიოდით, წრეს მსახიობი ვახტანგ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა და ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ვასრულებდი. პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც ვსწავლობდი გია ფერაძესთან ერთად.

მან მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ "ჯარისკაცის ქვრივში" ზურიას როლი მათამაშა. ასე რომ, რაღაც სამსახიობო გამოცდილება მქონდა. ლანა ღოღობერიძემ ფილმისთვის ჯერ სკოლაში შემარჩია, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც მნახა. სხვათა შორის, ბევრი კონკურენტი მყავდა, მაგრამ რატომღაც მე დამტოვეს.

ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. გამოცდის ჩაბარებაც არ დამჭირდებოდა, რადგან აკაკი ხორავას ჩემთვის ადგილიც კი ჰქონდა შენახული. მაგრამ მსახიობობას სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ვამჯობინე.

- ფილმის გადაღების დღეები გაიხსენეთ, ის ადამიანებიც, ვინც იქ გაიცანით...
- იმხანად ყველანი ახალგაზრდები და უდარდელები ვიყავით. რეჟისორი ბუბა ხოტივარი იქ მასობრივ ეპიზოდებში მონაწილეობდა. თენგიზ არჩვაძე იყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი კაცი. ძალიან დავმეგობრდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, თუმცა - არცთუ ბევრით. მისი დონის მსახიობი ამ თაობაში არც მეგულება. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS