ოთარ სტეფნაძეს სოციალურ ქსელში იხსენებს და. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"7 წლის წინ ჩემი ძმა გარდაიცვალა. 7 წლის წინ კიდევ ერთი 90-იანებგამოვლილი წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი წავიდა. ზვიად სტეფნაძე თავის თაობაში გამორჩეული გარეგნობით, ინტელექტით, დახვეწილობით. სხვა დროს და სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო მისით მსოფლიო იამაყებდა.
მაგრამ საქართველოში დაიბადა და საკუთარმა ქვეყანამ ის და მისი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, გადარჩენისთვის ბრძოლაში
ის დიდი ადამიანი იყო მაგრამ დრომ შეიწირა და დღეს როცა ვხედავ როგორ ცდილობს ეს ქვეყანა ისევ იმ დროში დაბრუნებას, მინდა მთელი ქვეყნის გასაგონად ვიღრიალო არაააა არ გაქვთ უფლება ასე უდიერად მოექცეთ ჩვენს სიცოცხლეს!!!
დაიმახსოვრეთ ჩვენ ვართ ჩვენი ბედის განმკარგავი და აღარ დავუშვებთ ისევ ხორცსაკეპში გაგვატაროთ და თქვენი დაუკმაყოფილებელი ეგოების დატოლებას კიდევ ბევრი ზვიად სტეფნაძე შეეწიროს!!! საკმარისია!!! სიცოცხლე მშვენიერია და ჩვენ გავუფრთხილდებით მას. ჩვენ გავიზარდეთ!!" - წერს მაია სტეფნაძე.