01 მარტი, 2019
"ის დიდი ადამიანი იყო მაგრამ დრომ შეიწირა" - მაია სტეფნაძე გარდაცვლილი ძმის შესახებ წერს
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ტელე პროდუსერის მაია სტეფნაძის ოჯახში რამდენიმე წლის წინ, ტრაგედია დატრიალდა.

ოთარ სტეფნაძეს სოციალურ ქსელში იხსენებს და. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"7 წლის წინ ჩემი ძმა გარდაიცვალა. 7 წლის წინ კიდევ ერთი 90-იანებგამოვლილი წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი წავიდა. ზვიად სტეფნაძე თავის თაობაში გამორჩეული გარეგნობით, ინტელექტით, დახვეწილობით. სხვა დროს და სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო მისით მსოფლიო იამაყებდა.

მაგრამ საქართველოში დაიბადა და საკუთარმა ქვეყანამ ის და მისი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, გადარჩენისთვის ბრძოლაში
გაფანტული დიდი ნიჭიერებით, აუხდენელი ოცნებებით დალაგებულ ცხოვრებაზე.

Rating


ის დიდი ადამიანი იყო მაგრამ დრომ შეიწირა და დღეს როცა ვხედავ როგორ ცდილობს ეს ქვეყანა ისევ იმ დროში დაბრუნებას, მინდა მთელი ქვეყნის გასაგონად ვიღრიალო არაააა არ გაქვთ უფლება ასე უდიერად მოექცეთ ჩვენს სიცოცხლეს!!!

დაიმახსოვრეთ ჩვენ ვართ ჩვენი ბედის განმკარგავი და აღარ დავუშვებთ ისევ ხორცსაკეპში გაგვატაროთ და თქვენი დაუკმაყოფილებელი ეგოების დატოლებას კიდევ ბევრი ზვიად სტეფნაძე შეეწიროს!!! საკმარისია!!! სიცოცხლე მშვენიერია და ჩვენ გავუფრთხილდებით მას. ჩვენ გავიზარდეთ!!" - წერს მაია სტეფნაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS