01 თებერვალი, 2019
ორი მეგობრის ტრაგიკული ისტორია და გასული საუკუნის ორი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა - ვინ იყვნენ ლადო ქოქიაშვილი და ასტამურ აჩბა?
როგორც ამბობენ, გასული საუკუნის 50-60-იან წლების თბილისში ბევრს ჩხუბობდნენ და მტყუან-მართალს ასე არკვევდნენ, თუმცა, დანის ხმარება იმ დროში, ფაქტობრივად, არ ხდებოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა. ჩხუბის მერე ნაჩხუბრები კი დიდწილად რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, - იხსენებენ. შესაძლოა, ეს მოგონებები ცოტა გაზვიადებულია, თუმცა, ფაქტია, რომ იმხანად მომხდარი ორი მკვლელობა იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ ამდენი წლის შემდეგაც თბილისში
ხშირად ახსენებენ. ასეთი დიდი რეზონანსი კი,
სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ ჰქონდა, რომ მკვლელობა იმჟამად ძალიან იშვიათად ხდებოდა.

გასულ წელს, ხორავაზე დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიაზე საუბრისას, როდესაც ორი მოზარდი მათივე თანატოლებმა სასტკად გაიმეტეს, მსახიობა გიორგი გურგულიამ განაცხადა: "ადრე მკვლელობა თითქმის არ ხდებოდა თბილისში. ერთი ლადო ქოქიაშვილის ამბავი იყო და მეორე - ასტამურ აჩბასი. ჩემს თაობაში კი ყოველი მეორე მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა, ნახევარი ნარკოტიკს შეეწირა, ნახევარი - ავარიას. ჩემი თაობის კაცები, ვისაც უნდა აღეზარდა ახალი თაობა, გაწყდნენ". - სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მკვლელობა ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა ქალაქშიც და მთელ ქვეყანაშიც.

ამ სტატიაში გვინდა, მოგიყვეთ, ვინ იყვნენ ლადო ქოქიაშვილი და ასტამურ აჩბა, რომელთა ხანმოკლე ცხოვრებაც და ტრაგიკული დასასრულიც ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა.

ასტამურ აჩბა და ლადო ქოქიაშვილი ფოტო: ასტამურ აჩბა და ლადო ქოქიაშვილი

ასტამურ აჩბა და ლადო ქოქიაშვილი

როგორც ამბობენ, ისინი მეგობრობდნენ, რასაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს... ორივე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და თავიანთი თაობის კოლორიტი იყო. ჩვენს არქივში მათზე მომზადებული მასალები იძებნება, რომლებზე დაყრდობითაც გთავაზობთ ორი თბილისელი კაცის - ორი მეგობრის ტრაგიკულ ისტორიას...

"მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი

ლადო ქოქიაშვილი ქალაქში საკმაოდ ცნობილ ოჯახში 1936 წელს დაიბადა, ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკეა. ლადო შესაშური აღნაგობის გარდა, სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. არსებული ინფორმაციით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS