ხშირად ახსენებენ. ასეთი დიდი რეზონანსი კი,
გასულ წელს, ხორავაზე დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიაზე საუბრისას, როდესაც ორი მოზარდი მათივე თანატოლებმა სასტკად გაიმეტეს, მსახიობა გიორგი გურგულიამ განაცხადა: "ადრე მკვლელობა თითქმის არ ხდებოდა თბილისში. ერთი ლადო ქოქიაშვილის ამბავი იყო და მეორე - ასტამურ აჩბასი. ჩემს თაობაში კი ყოველი მეორე მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა, ნახევარი ნარკოტიკს შეეწირა, ნახევარი - ავარიას. ჩემი თაობის კაცები, ვისაც უნდა აღეზარდა ახალი თაობა, გაწყდნენ". - სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მკვლელობა ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა ქალაქშიც და მთელ ქვეყანაშიც.
ამ სტატიაში გვინდა, მოგიყვეთ, ვინ იყვნენ ლადო ქოქიაშვილი და ასტამურ აჩბა, რომელთა ხანმოკლე ცხოვრებაც და ტრაგიკული დასასრულიც ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა.
ასტამურ აჩბა და ლადო ქოქიაშვილი ფოტო: ასტამურ აჩბა და ლადო ქოქიაშვილი
როგორც ამბობენ, ისინი მეგობრობდნენ, რასაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს... ორივე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და თავიანთი თაობის კოლორიტი იყო. ჩვენს არქივში მათზე მომზადებული მასალები იძებნება, რომლებზე დაყრდობითაც გთავაზობთ ორი თბილისელი კაცის - ორი მეგობრის ტრაგიკულ ისტორიას...
"მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი
ლადო ქოქიაშვილი ქალაქში საკმაოდ ცნობილ ოჯახში 1936 წელს დაიბადა, ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკეა. ლადო შესაშური აღნაგობის გარდა, სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. არსებული ინფორმაციით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია. განაგრძეთ კითხვა: