მამა ამბობს, რომ უმცროსი ვაჟი 10 თვის იყო, როცა დედამ მასზე ფიზიკურად იძალადა და ამის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს. დავამ ყოფილ მეუღლეებს შორის, სასამართლოში გადაინაცვლა და შვილები მშობლებს ორი კვირის მონაცვლეობით მიაკუთვნა. თაბუკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანის დღიდანვე არ სრულდება და მას უმცროსი შვილი თვეებია, არ უნახავს, უფროს
პაატა თაბუკაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს:
"ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმოდა ბავშვებს თავს. როგორ შეიძლება, ბავშვი უკნიდან მოვიდეს, მოგეფეროს, შენ ხელი მოკიდო და იატაკზე დაანარცხო?! მაშინ ნიკოლოზი 5 წლის იყო. ეს ხდებოდა სისტემატიურად. ძალიან ელემენტარულზე შეიძლებოდა ბავშვი მაგრად ეცემა. სანამ ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვას და დავას დავიწყებდი, არავინ მიჯერებდა. თვითონაც ამბობდა - ვერაფერს მიზამ, მე დედა ვარ და არავინ არაფერს დაგიჯერებსო. ძალადობის კულმინაცია ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ამ ვიდეოში ის აბსოლუტურად უმიზეზოდ ესხმის 10 თვის ვატოს თავს. ეს იყო ბოლო, რის შემდეგაც ის სახლში აღარ შემომიშვია.
VIDEO: "გადმოვარდეს, გაუსკდეს თავი და დავისვენებ" - თბილისში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს
სასამართლოში სარჩელი პირველად მან შეიტანა. ბავშვებზე არ ჩიოდა, მაგრამ იმ ეტაპისთვის ჩემს სახელზე არაფერი არსებობდა და არც არაფერი გამოვიდა. შემდეგ, მოითხოვა 80 000 დოლარი - ფული მომეცი და ეს პატარა ბავშვი წაიყვანეო, მითხრა. მაქვს მიმოწერები, სადაც ის მეუბნება, თუ გინდა, ბავშვი ერთი საათით გაჩვენო, „აიფონ 6“, „აიფონ 7 პლუსი“ მიყიდეო. ვუთხარი, რომ 80 000-ს ჩემი ადვოკატი მიუტანდა, მაგრამ ფულის აღებაზე ხელი არ მოუწერა. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ამით დამთავრდა.
რეალურად, ეს ქალი ბავშვებს სავაჭროდ იყენებს, რომ ვიღაცას ფული გამოძალოს. გასული წლის 18 მარტის სასამართლოს დადგენილება, რომ თვის პირველი ნახევარი, ორივე ბავშვი უნდა ყოფილიყო ჩემთან, თვის მეორე ნახევარში ორივე ბავშვი დედასთან უნდა ყოფილიყო - გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არ სრულდება. განა მხოლოდ შვილს არ მატანდა, მეორე ბავშვი არც მიჰყავდა. თუმცა, სოციალურ სამსახურს, სამართალდამცველებს ატყუებდა, თვალთმაქცობდა რომ ბავშვს არ ვატანდი. უამრავი ვიდეო მაქვს, სადაც ჩანს, რომ მასთან უფროსი ბავშვი მე მიმყავს და ის ქუჩაში ტოვებს, პირდაპირ ეუბნება შვილს - „მე შენ არ მჭირდები, არ წაგიყვანო“. განაგრძეთ კითხვა: