"მეგობრებო, ვისაც პატარა გყავთ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. 10 თვის ბავშვი მყავს, შემიძლია კვება და მოვლა უზრუნველყო. მეც დედა ვარ და მესმის რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ. დღეს, დილიდან გაზი არ იყო ჩემ მისამართზე და რომ აღდგა მიწოდება, მეგონა,
"გადავალაგე გაუხსნელი თეთრეული, პლედები, უხმარი ჭურჭელი, რაც შევძელი, და სად მივიტანო. კადრებში ჩანდა განადგურებული სახლები და იქნებ ვინმეს გამოადგეს", - ნინო გელდიაშვილი.
კორპუსთან, სადაც აფეთქება მოხდა, დღეს მოსახლეობა შეკრებას გეგმავს. უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოსახლეობა ავთანდილის ქუჩაზე სანთლებსა და ყვავილებს მიიტანს.