16 იანვარი, 2019
"მსახიობი რომ ვყოფილიყავი, მუდამ სოფიკოს ჩრდილში მომიწევდა ყოფნა" - ვინ არის ჭიაურელების ცნობილი შტოს მშვენიერი წარმომადგენელი?
კინოდოკუმენტალისტი ნინო ჭიაურელი ჭიაურელების ცნობილი შტოს წარმომადგენელია, მიშა ჭიაურელი-უმცროსის ქალიშვილს დიდი მიშა ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე არ ახსოვს, მაგრამ სოფიკო ჭიაურელთან არა ერთი თბილი მოგონება აკავშირებს. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტი ისრაელის ქართველ-ებრაელთა ცხოვრებით დაინტერესდა და ამან, შეიძლება ითქვას, ნინოს კარიერაც კი შეცვალა. ოჯახურ ტრადიციებსა და გეგმებზე ნინო ჭიაურელი­ გვესაუბრა:



- დიდ მიშა ჭიაურელსა და ვერიკო ანჯაფარიძეზე მამა და სოფიკო მიამბობდნენ. სოფიკო ბაბუაჩემის, ოთარის უმცროსი და იყო (ბაბუა 49 წლისა გარდაცვლილა). სოფიკოს თითქმის ყოველ ახალ
წელს ვსტუმრობდი. ეს დღესასწაული ორივეს განსაკუთრებულად გვიყვარდა. საახალწლო სუფრისთვის, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარი ხელით ამზადებდა. პატარები სიხარულით ვეხმარებოდით, დავარბენინებდით თეფშებს წინ და უკან, მერე კი იწყებოდა ნამდვილი ხელოვნების ზეიმი - მღეროდნენ, უკრავდნენ და ცეკვავდნენ...

სოფიკოს სიურპრიზები უყვარდა, ერთხელ დაბადების დღე ვერაზე, ეზოში გადამიხადა, მანამდე კი ზომები ამიღო და 2 საათში ისეთი კაბა შემიკერა, რომ ყველა აღფრთოვანდა. მსახიობობა მინდოდა და ეს სოფიკოს რომ ვუთხარი, გამიბრაზდა, მე რას მიყურებ შენო. ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, მსახიობი რომ ვყოფილიყავი, მუდამ სოფიკოს ჩრდილში მომიწევდა ყოფნა, იმიტომ, რომ იშვიათია ისეთი მსახიობი, როგორიც სოფიკო ჭიაურელი იყო.

მამასთან, მიშა ჭიაურელ-უმცროსთან ერთად

მამასთან, მიშა ჭიაურელ-უმცროსთან ერთად ფოტო: მამასთან, მიშა ჭიაურელ-უმცროსთან ერთად
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე ჟურნალისტიკის განხრით. მერე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის გავლა მინდოდა, მაგრამ მაინც რეჟისორობა გადავწყვიტე. 5 წელი ვიმუშავე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სხვადასხვა პროექტზე: საავტორო დოკუმენტურ ფილმზე "ერთი დღე ლადო ათანელთან" , შემდეგ იყო დოკუმენტური ფილმები "26 საუკუნე ერთად" და "გაბოს შვილები". სტოკჰოლმში ყოფნისას, "ვიკინგ ინგვარის საგის" ფრაგმენტი ვთარგმნე, რომელიც ვიკინგების საქართველოში მოგზაურობას ეხებოდა. შემდეგში ეს მასალა საფუძვლად დაედო ფილმს "ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა".

- მამას გოგოაო, თქვენზე მითხრეს...
- მამა ჩემი საუკეთესო მესაიდუმლე და მრჩეველია. მის გვერდით ვერ მოიწყენ.

- გაიხსენეთ რომელიმე პროექტი, რომელზეც ერთად იმუშავეთ.
- 2014 წელს ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისა და თანაარსებობის იუბილე აღინიშნა. ამ ღონისძიების გადასაღებად მთავრობამ მამაჩემს დოკუმენტური ფილმი "26 საუკუნე ერთად" დაუკვეთა. მე ამ პროექტის პროდიუსერი და თარჯიმანი ვიყავი. ისრაელში ჩასვლამდე ორი დღით ადრე ისრაელ-პალესტინის ცნობილი ომი დაიწყო. როდესაც პალესტინის რაკეტები მოფრინავდნენ ისრაელისკენ, ისრაელიც უშვებდა მათ გასანადგურებელ რაკეტებს. ერთ-ერთი განგაშის დროს, თავშესაფრიდან ტელეფონით ვიღებდი რაკეტების განადგურებას და მამაჩემი გიჟივით გამოვარდა, ჩხუბით შემიყვანა უკან, თუმცა, შემდეგ ის ფირი ფილმში გამოიყენა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS