11 იანვარი, 2019
ძებნილი, რომლის პოვნაზეც £25 000 ჯილდოა დაწესებული, შესაძლოა, საქართველოში იმალება
ბრიტანელი მამაკაცი, სახელად ჯეკ შეპარდი (დაბადებული 1987 წლის 17 აგვისტოს), რომელიც სასამართლომ უხეში გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დამნაშავედ ცნო, შესაძლოა, საქართველოში იმალება.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, მსხვერპლის მამამ, მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით განუცხადა.

55 წლის გრემ ბრაუნის თქმით, პოლიციამ მის ოჯახს განუმარტა, რომ ჯეკ შეპარდი საზღვარგარეთ გაიქცა.

„პოლიციამ თავდაპირველად გვითხრა, რომ ის საქართველოში გაიქცა", - ამბობს დაღუპულის მამა.

ბრიტანული გამოცემების, "Daily Telegraph"-ის და "Daily Mail"-ის ჟურნალისტებიც დეტექტივებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ძებნილი შესაძლოა, მართლაც საქართველოში იმალება.


Rating

ამჟამად ბრიტანული
პოლიცია არ აკონკრეტებს ჯეკ შეპარდი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე იმალება, თუ საზღვარგარეთ არის გაქცეული.

ინციდენტი, რომლის გამოც ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს, 2015 წლის 9 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, სახელად შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო, კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა სხვა ადამიანიც, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS