მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. მოკლულის დედამ მას ინფორმაცია სოციალური ქსელით მიაწოდა:
"ისრაელში ვარ ემიგრანტი, ვარ გამწარებული დედა... ჩემი შვილი პირველ იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, დანით დამისერა შვილი. ვინაიდან იმის თანხა არ მქონდა შვილი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრძალეთ. ერთი თხოვნა მაქვს: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი
მინდა საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ,
გარდაცვლილი ახალგაზრდის დედას AMBEBI.GE ისრაელში დაუკავშირდა. ნანული სულაძე ამბობს, რომ ოჯახით ცხოვრობენ ისრაელში და მისი ვაჟი ისრაელის მოქალაქე იყო. გაგრძელება