სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, "მე ბებია, ილიკო და ილარიონის" გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, გადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში განვითარდა. ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
1962 წელს რეჟისორი თენგიზ
თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოში გადაღება შესთავაზა და კინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა - ფილმმა "ზურიკელას" არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა.
უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის - მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს.
რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე იღებდა ფილმს, რომელშიც 12 წლის მანანა კუბელ გოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და გოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა. განაგრძეთ კითხვა: