24 დეკემბერი, 2018
"ეჭვმიტანილებმა ლექსოს მანქანა დაუზიანეს და იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ, აქეთ დახოცეს ბიჭები
23 დეკემბერს წავკისში სასტიკი ორმაგი მკვლელობა მოხდა. გვიან საღამოს ცივი იარაღით მოკლეს ორი მამაკაცი ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, კიდევ ორი მამაკაცი კი დაჭრეს, მათგან ერთ-ერთი 30-წელზე მეტი ასაკის სოსო დორეულია, ხოლო მეორე პიროვნება ერთ-ერთი მონასტრის მორჩილია, სახელად, რუსლანი. სოსო დორეულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. დაჭრილი სოსო დორეულის მამის ინფორმაციით, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ პირს ეძებენ. მისი თქმით, ორივე მამაკაცი ტაბახმელადანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობენ.

თემურ დორეული, სოსო დორაულის მამა:

"როგორც ვიცი, ინციდენტი მოხდა
ავტომანქანის შუშის დაზიანების გამო. რამდენიმე დღის წინ, აქვე წავკისში მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა ლექსოს ავტომანქანის სარკე დაუზიანეს და ამის გამო ლექსო თხოვდა მათ მანქანის გაკეთებას. მანქანა ლექსოსი არ იყო. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და მანქანა გაეკეთებინათ, აქეთ მიაყენეს ლექსოს შეურაცხყოფა და
ასევე დაგაინტერესებთ
"დათო ეკლესიური იყო, ხშირად იყო მონასტერში, მეოთხე ადამიანი, რომელიც დაჭრეს, მორჩილია ერთ-ერთი მონასტრიდან"
"თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა" - რას ამბობს წავკისში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე ერთ-ერთი დაჭრილის მამა?
"დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს..." - ვინ არიან წავკისში მოკლული ახალგაზრდები?
დახოცეს ბიჭები... მოკლედ, ამ ინციდენტის გამო იყო "საქმის გარჩევა", რა დროსაც ეს საშინელება დატრიალდა. ეს ყველაფერი სოსოს სახლთან მოხდა, სოსო ხმაურზე გავიდა გარეთ და ამ დროს დიანახა დაჭრილი ლექსო, მიეშველა, ყვრიოდა მკვლელები არ გაუშვათო და ამასობაში სოსოც დაჭრეს. მეორე დაჭრილი ბიჭი, დათოს მეგობარია მორჩილი სახელად რუსლანი. სოსო ერთ-ერთი გამწვანების ფირმაში მუშაობს და ხშირად მიჰყავდა უბნის ბიჭები, ასაქმებდა მათ და ხელს უწყობდა რომ ორი კაპიკი ეშოვათ, როგორც მითხრეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, ამბობენ, რომ ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა და საზღვარზე მამასთან ერთად დააკავეს".

დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

"გარკვეული წინსვლები გამოძიების პროცესში არის, თუმცა დაკავებული ამ დროისთვის არავინ არ არის. არ გამოვრიცხავთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოტა ხანში დავაკავოთ კიდეც, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ეს არის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რომელიც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწინებს", - განაცხადეს შსს-ში. იხილეთ სხვა დეტალები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS