10 დეკემბერი, 2018
ბულვარული და თავნება ქართველი პრინცის ისტორია, რომელმაც ლეგენდარული კალათბურთელის ოჯახი დაანგრია
ინტელექტუალი, ენამახვილი და არისტოკრატული გარეგნობის მამაკაცი - ასე წერდნენ მასზე XX ს–ის 20-30–იანი წლების მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში.

ამ ქართველ ახალგაზრდასთან სიახლოვით თავს არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მაღალი საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები იწონებდნენ, თუმცა, მისთვის საკმარისი არც ეს და არც ცნობილი კალათბურთელის, ჯეი ო ბრაიანის ოჯახის დანგრევა აღმოჩნდა.

მაშ ასე,

marao.ge გასული საუკუნის ყველაზე ბულვარული ქართველი „პრინცის“, დავით მდივანის, თავად ზაქარიას ვაჟის ამბავს გიამბობთ.

Rating
თავადი ზაქარია გახლდათ მდივანი აზნაური, რომელმაც ჯერ გენერლის ჩინი მოიპოვა, შემდეგ კი
საბუთების გაყალბების გზით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. ის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი იყო, რასაც მისი და ნიკოლოზ მეორის საერთო ფოტოც ადასტურებს. ზაქარია რუსეთის არმიაში მსახურობდა, რისთვისაც მრავალი ჯილდოც მიუღია. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა, იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. ერთხანს ქართული არმიის მთავარსარდალიც გახლდათ.

ზაქარიას 5 შვილი ჰყავდა, უფროს შვილებს (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მისცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.

1921 წელს ოჯახი ბოლშევიკებისგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ოჯახმა უმძიმესი გაჭირვება გამოიარა, ისინი თავის გადარჩენისთვის ვერც ფიზიკურ სამუშაოზე ამბობდნენ უარს. ალექსი 13 წლის ასაკში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ "პეჟოს" ქარხანაში მუშად მოეწყო. უფროსმა ძმებმა დავითმა და სერგომ ამერიკას მიაშურეს, სადაც ერთ-ერთი ქართველის რადიოსახელოსნოში დასაქმდნენ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS