"ჩვენი მიზანია წესრიგის დაცვა და დამნაშავეთა დასჯა იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები არ იქნებიან ან მათი მოქმედება არაეფექტიანი იქნება".
გულმოდგინების კომიტეტის წევრი, კაპიტანი უილიამ ლინჩი - ამბავი, რომელზეც უნდა გიამბოთ, 1998 წელს მოხდა, მაშინ საქართველოსთვის ლინჩის წესი უცხო აღარ იყო - მოსახლეობა, ქალაქსა თუ სოფლად დამნაშავეებს თავად სჯიდა;
თუმცა, 1998 წლის 7 მარტს წალენჯიხაში მომხდარმა უსასტიკესმა მკვლელობამ ბევრის მნახველი კრიმინალური
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1998 წლის 4 მარტს წალენჯიხაში ხმა გავრცელდა, კიდევ ერთი საფლავი გაძარცვესო. მანამდე ხმები დადიოდა, საფლავებს მანიაკი ძარცვავსო, ამიტომ ჭირისუფლებმა, იმის შიშით, რომ ჩვენი მიცვალებულიც ხომ არ შეურაცხყვესო, ახალგაძარცული საფლავი გათხარეს.
გარდაცვლილის დედამ აღმოაჩინა, რომ განსვენებულს ჯიბეში 100 დოლარი აღარ ედო (მეორე ვერსიით - მას, 100 დოლართან ერთად, იმ ქვეყნად წასაღები ნარკოტიკიც ამოაცალეს). იქვე ეგდო სამუშაო იარაღიც. ჭირისუფლებმა ეჭვი მიიტანეს ბარ-ნიჩბის პატრონზე - 40 წლის სერგო კვარაცხელიაზე, რომელიც საფლავების მოპირკეთებით ირჩენდა თავს. კვარაცხელია რაიონული მასშტაბის "კაიბიჭობამ" მანქანაში ჩასვა და საქმის გასარჩევად წაიყვანა.
იმავდროულად, მის სახლში შეიჭრნენ და ე.წ. ჩხრეკა მოაწყვეს. ფიქრობდნენ, მის დამნაშავეობას დაამტკიცებდნენ, თუ შინ ტალახში ამოსვრილ შარვალს უპოვიდნენ. მართლაც ნახეს (მოგვიანებით, გამგებლის მოადგილე ამტკიცებდა, - სერგო იმ დღეს დედაჩემის საფლავზე მუშაობისას წაიქცა და შარვალი დაესვარაო). რადგან სამხილი სახეზე იყო(?!), მისი გასამართლება გადაწყვიტეს. ამასობაში სერგო კვარაცხელია ნაცემ-ნაბეგვი დაბრუნდა შინ. მეორე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსმა კვარაცხელიას პალატაში რამდენიმე პოლიციელი დააყენა...
7 მარტს საავადმყოფოს მართლაც დაესხა თავს გაგულისებული ბრბო. სერგო საავადმყოფოდან გაიტაცეს და სასაფლაოზე აიყვანეს.
პოლიციის უფროსმა ზუგდიდიდან სპეცდანიშნულების რაზმიც კი გამოიძახა.
მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოზე უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, კვარაცხელიას გადარჩენა ვერავინ შეძლო. მას თავისივე ბარით ჩამოათალეს ყბა, შემდეგ კიდურები დაუმტვრიეს, სასტიკად აწამეს და სიკვდილის პირას მყოფი რკინის ურიკით მიუყვანეს დედას შინ...
დასჯილი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. კაცი ისე იყო ნაწამები, ექიმები მის დათვალიერებას ვერც ბედავდნენ: ჩამოთლილი ყბა, დასერილ-დაჩხვლეტილი და ალაგ-ალაგ დამწვარი სხეული, თვალი - ამოვარდნილი, ყური ათლილი, კიდურები - დამტვრეული... რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც კი თავზარდაცემული საზოგადოება გონს მოეგო, გაჩნდა კითხვა, - რატომ ვერ შეძლეს შეიარაღებულმა პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ბრბოს დაშლა. განაგრძეთ კითხვა: