იტალიურ ეზოში დაახლოებით ექვსი ოჯახი ვცხოვრობდით. დაახლოებით ათი წლის წინ ოროთახიანი ბინა ქვრივმა ქალბატონმა იყიდა. ერთი ბიჭი ჰყავდა რეზო, რომელიც მალე ისე შეგვიყვარდა ყველას, რომ მის გარეშე ერთი კვირაც ვერ ვძლებდით.
სახლში თუ რამე გაგვიფუჭდებოდა,
სამი წლის წინ, რეზო დაქორწინდა. თამთა მშობლიური სოფლიდან ჩამოიყვანა და როგორც გავიგეთ, გოგონას არ უყვარდა და მოიტაცა. ძნელად შეეგუა პატარძალი ოჯახს, დედამთილი თითქმის ყოველდღე ეჩხუბებოდა.
თავიდან მიზეზი არ ვიცოდით და როდესაც გოგონა მეზობლებს დაგვიახლოვდა, მოგვიყვა, რომ დედამთილი ვერ იტანდა როდესაც ახალშეუღლებულები ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ ან დღისით საკუთარ ოთახში განმარტოვდებოდნენ.
ნაზი როგორც კი შვილს სახლიდან გააცილებდა, რძალს საშინელ დღეში აგდებდა. მალე წივილ-კივილი და წყევლა ჩვეულ ამბად იქცა. ყურადღებას აღარ ვაქცევდით, მაგრამ თამთა ყველას გვეცოდებოდა.
რეზოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის სახლში. საღამოობით, როდესაც ბრუნდებოდა, დედამისი ანგელოზად გადაიქცეოდა. მეზობლებიც ვერ ვეუბნებოდით, არ გვინდოდა სწყენოდა და გადაგვმტერებოდა.
თამთა უცნაურად შეიცვალა. მეზობლებთან აღარ კონტაქტობდა, უცნაური თვალებით გვიყურებდა, თითქმის არავის გვესალმებოდა. ორი წლის წინ, დღის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც მათი სახლიდან განწირული კივილი მოგვესმა.
ეს აღარავის გვიკვირდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შველას დედამთილი ითხოვდა. ერთ-ერთი მეზობელი მივიდა და კარზე დაუკაკუნა. თამთამ შეშლილი სახით გამოხედა და უთხრა – არაფერია, დავეცი და დედამთილს შეეშინდაო.
თუმცა ამის შემდეგ სახლიდან ყვირილის ხმა ისევ ისმოდა… ბოლოს კარი შევამტვრიეთ. არასოდეს დამავიწყდება ის სურათი, რაც იქ დაგვხვდა. რძალს დედამთილი სკამზე მიება და თავი გადაეპარსა. ნაზი შველას ითხოვდა - წიოდა და კიოდა. თამთა კი კმაყოფილი სახით იდგა, ხელში სამართებელი ეჭირა და არანორმალურივით იცინოდა.
იმ საღამოს თამთა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. დედა-შვილი კი სამუდამოდ გადავიდნენ ჩვენი ეზოდან. დღემდე არაფერი ვიცი, მათ შესახებ. სად წავიდნენ, როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება.
სპეციალურად საიტისთვის