27 ნოემბერი, 2018
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ოსა­კას გრანდ სლემ­ზე ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი გა­ი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sportall.ge წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ვებ-გვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ოსა­კა­ში მყო­ფი თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ დარ­ჩე­ნი­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბის მი­მართ არ­გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო.

Sportall.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით,
ერთ მხა­რეს იყვნენ ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი, უშან­გი მარ­გი­ა­ნი, ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ლე­ხუმ ჩხვი­მი­ა­ნი და გი­ორ­გი ბა­ინ­დუ­რო­ვი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

"რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა სწო­რედ და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად ვერ შეძ­ლო ტურ­ნირ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ჩხუ­ბის თე­მა­ტი­კა კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ დარ­ჩე­ნი­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბის მი­მართ არ­გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო.

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი არის მა­გა­რი ნა­ცე­მი და ამი­ტომ ვერ გა­მო­ვი­და. მას და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ერთი თუ­შიშ­ვი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და", - ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა", - წერს Sportall.ge.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ა­ში ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან ისი­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოსა­კას გრანდ სლემ­ზე ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა მე­და­ლი სა­ერ­თოდ ვერ აი­ღეს, ხოლო რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ტურ­ნირ­ზე სა­ერ­თოდ არ გა­მო­სუ­ლა, მი­ზე­ზად კი ფე­დე­რა­ცი­ამ ტრავ­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS