ზვიად დარბაიძე:
ცე ჰეპატიტის ნიადაგზე ცეროზი განმივითარდა. არ ვიცოდი, რომ ეს დაავადება მქონდა. როცა გავიგე, უკვე მეოთხე სტადია იყო. ღვიძლის გადანერგვა მჭირდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო, 165 000 მოითხოვეს. 31 დეკემბერს, წვიმიან დღეს, გამოვედი სამუშაოდ,
როგორც დათო ევგენიძემ ია ფარულავასთან საუბრისას აღნიშნა, ტაქსის მძღოლი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი – „ის დღეები ვსვამდი, არეული მქონდა. დედა ახალი გარდაცვლილი იყო. ტაქსიში ჩავჯექი, კარი რომ გაიღო, შუქი აინთო, მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა, ვკითხე მიზეზი. მითხრა, რომ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. შინაგანად ვიცოდი, რომ ეს კაცი უნდა გადარჩენილიყო. ისეთი მთვრალი ვიყავი, სახელი ევრ დავიმახსოვრე და ტელეფონში ჩავწერე: „ღვიძლი“, მეორედ რომ დავურეკე, გადავაკეთე, „ზვიადი ღვიძლი“. ეს თანხა არა მაქვს ჯერ გადახდილი, ვიხდი და ვიხდი… ეს კაცი ხომ ცოცხალია… ეს არის მთავარი. ჩემი ცოლი კიდევ უფრო შემიყვარდა, ბოლომდე გვერდზე იდგა ამ საქციელში“.